1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პაბ პაგ პათ პაკ პალ პან პაპ პარ პას პატ პაქ პაც

პაპის უცდომელობა

დოგმატი პაპის უცდომელობის ანუ შეუმცდარობის (და არა უცოდველობის) შესახებ გულისხმობს კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობელის მიერ ეკლესიის სახელით დოგმატისა და მორალის საკითხებზე სამქადაგებლო კათედრიდან (ექს-კათედრა) გაკეთებული განცხადებების შეუმცდარობის რწმენას. პაპი გამოცხადებულია წუთისოფელში ქრისტეს მოსაყდრედ და, ამდენად, ხილული ეკლესიის წინამძღვრად. ყველა სხვა ეპისკოპოსი (პატრიარქებიც) მოციქულთა მოსაყდრენი არიან, პაპი ქრისტეს მოსაყდრეა. ეს თვალსაზრისი დოგმატის რანგში 1870 წელს ვატიკანის პირველ საეკესიო კრებაზე აიყვანეს.
Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9