1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პაბ პაგ პათ პაკ პალ პან პაპ პარ პას პატ პაქ პაც

პასიური პერსონალობის დაცვის პრინციპი

ანუ ინდივიდუალური ინტერესების დაცვის პრინციპი (passives Personalprizip oder Individualschutzprincip). პასიური პერსონალობის პრინციპი გამოიყენება იმ უცხოელების მიმართ, რომლებმაც უცხოეთში მოცემული სახელმწიფოს მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული ჩაიდინეს. ყველა მეცნიერი არ მიიჩნევდა ამ პრინციპს დამოუკიდებლად; ზოგიერთები აერთიანებდნენ მას რეალობის პრინციპთან, რომელიც მათი აზრით იცავდა როგორც სახელმწიფოს, ისე მისი მოქალაქეების ინტერესებს. ზოგიერთები დაცვის ერთიან პრინციპს ყოფდნენ ორ ქვეპრინციპად: სახელმწიფოს დაცვისა (Real – oder Staaschutzprinzip) და ინდივიდუალური დაცვის ქვეპრინციპებად (Individualschutzprinzip). XIX საუკუნის ბოლოსათვის ამ პრინციპმა საყოველთაო მოწონება ვერ მოიპოვა; მეცნიერთა დიდი ნაწილი ამ პრინციპს, მისი კანონმდებლობაში განმტკიცების შემდეგაც კი ეწინააღმდეგებოდა, ვინაიდან მიაჩნდათ, რომ ეროვნული სისხლის სამართლის კანონის სივრცეში მოქმედების ფარგლების უზომოდ გაფართოებისაკენ იყო მიმართული.
Source: ნამჩევაზე დავით. სისხლის სამართლის კანონის სივრცეში მოქმედების პრინციპების ისტორიული მიმოხილვა // ალმანახი №12, [სისხლის სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 1999.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9