1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პაბ პაგ პათ პაკ პალ პან პაპ პარ პას პატ პაქ პაც

პასქა

ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ,,ტანჯვას“, ,,წამებას“, ,,ვნებას“. აღდგომას (არაკომბინირებულს) ებრაულის გავლენით პასექსაც (ებრ. ფესახ) უწოდებენ. ვინაიდან ორივე სახელწოდება - პასექი და პასქა - ფონეტიკურად ერთმანეთს ჰგავს, კიდევ უფრო მეტად იჩენდა თავს ამ დღესასწაულების ერთმანეთთან გაიგივების საცდური. გარდა ამისა, ქრონოლოგიური პრინციპის გამო, რომ ქრისტე აღდგა პასექის შემდგომ, გაუმართლებელი იყო ამგვარი დამთხვევა. ამიტომ ჯერ მოციქულებმა, შემდეგ ეკლესიის მამებმა იმსჯელეს და 341 წელს ანტიოქიის ადგილობრივ საეკლესიო კრებაზე დაადგინეს, რომ ვნება და აღდგომა ქრისტეს გამომსყიდველ მისიაში თვისობრივად სხვადასხვა ფაქტებია და ერთ დღესასწაულად მათი მოაზრება - მძიმე თეოლოგიური შეცდომა. აღდგომა ანუ აღვსება უნდა ვიდღესასწაულოთ ებრაული პასექის სწორ კვირას ანუ ერთი კვირის შემდეგ. იგი არც წინ უნდა უსწრებდეს და არც უნდა დაემთხვეს ისრაელიანთა პასექს. თუკი მთვარე აღივსება კვირა დღეს, ე.ი. დადგება ებრაელთა პასექი, აღდგომას ვიზეიმებთ შემდეგ კვირას.
Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9