1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პეგ პედ პეკ პელ პენ პერ პეს პეტ პეჯ

პენტარქია

  1. ,,ხუთმთავრობა“ IV ს-ის ბოლო წლებში მსოფლიო ეკლესია ხუთ დამოუკიდებელ საეპისკოპოსო კათედრად ანუ ხუთ ეკლესიად იყო დაყოფილი, - რომის, კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის და იერუსალიმის საეპისკოპოსო კათედრებად, უფრო სწორად - საპატრიარქოებად. შემუშავდა თეორია, რომელიც მოცემულ ვითარებას, ე.ი. მთელი ოიკუმენეს ხუთ საპატრიარქოდ დაყოფას, საკრალურ - ეკლესიოლოგიური მოტივებით უმაგრებდა ზურგს. ლაპარაკია აღნიშნული კათედრების აპოსტოლური (მოციქულებრივი) წარმომავლობის რწმენაზე. რომის საყდარი წმ. პეტრემ დააარსა, კონსტანტინოპოლის (ეფესოდან გადმოტანილი) - იოანე ღვთისმეტყველმა, ალექსანდრიის - მარკოზ მახარებელმა, ანტიოქიის - ლუკა მახარებელმა, იერუსალიმის - წმ. იაკობმა, უფლის ძმამ. ცნობილია ამავე თეორიის მეორე ვარიანტიც. ქვეყანაზე ოთხი პატრიარქია, ოთხი მახარებლის კათედრათა მიხედვით. რომის პატრიარქს (პაპს) ლუკა მახარებლის კათედრა უჭირავს, კონსტანტინოპოლისას - იოანესი, ალექსანდრიისას - მარკოზისი, ანტიოქიისას - მათესი. მეხუთე პატრიარქს კი, იერუსალიმისას, ასეთი ტიტული მისი ქალაქის განსაკუთრებული სიწმინდის გამო ერგო. თუკი ქრისტეს მოძღვრებას რომელიმე ,,ბარბაროზი“ ერი ეზიარება, მისი ეპისკოპოსი ხუთიდან ერთ - ერთ პატრიარქს უნდა დაექვემდებაროს, კერძოდ იმას - ვისგანაც რჯული მიიღო.
    Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
  2. ეკლესიათა ერთიანობა.
    Source: რელიგიები საქართველოში : [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9