1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პით პილ პირ პიტ პიუ

პირადი საიდუმლოება

  1. საჯარო დაწესებულებაში დაცული პერსონალური მონაცემები, რომელთა გასაიდუმლების შესახებ მოთხოვნა დაყენებულია თვით ამ პირის მიერ, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
    Source: სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002,

  2. პირადი ფასეულობის მქონე ინფორმაცია, რომლის საიდუმლოობის დაცვასაც მოითხოვს კანონი, აგრეთვე ყველა ის ინფორმაცია და გარემოება, რომელთან დაკავშირებითაც ადამიანს აქვს კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის გონივრული მოლოდინი. ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ ინფორმაცია არ წარმოადგენს პირად საიდუმლოებას.
    Source: ირმა მანჯავიძე, ლევან ლაბაური, მარინე კვაჭაძე. ადამიანის უფლებათა დაცვა ჯანდაცვის სფეროში და სიტყვის თავისუფლება - თბ., 2006.
  3. კერძო პირების შესახებ არსებული ყველა ინფორმაცია, რომელიც დაცულია საჯარო დაწესებულებაში, დახურულია, ვინაიდან კონსტიტუციის მე-20 მუხლის თანახმად ადამიანის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია. საჯარო დაწესებულება, რომელიც კონკრეტული საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე აგროვებს და ინახავს ამ ინფორმაციას, ვალდებულია უზრუნველყოს მისი დაცულობა. პირად საიდუმლოებად ჩაითვლება ისეთი ინფორმაცია, რომელიც პირის იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა, შესაბამისად, საჯარო დაწესებულებამ ავტომატურად უნდა გაასაიდუმლოოს ეს ინფორმაცია და ის ხელმიუწვდომელი უნდა იყოს სხვა ნებისმიერი პირისათვის.
    Source: სოლიდარობა №9(18),– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.–2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9