1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პით პილ პირ პიტ პიუ

პიროვნების ღირსება

სამართლებრივ დოქტრინაში გვხვდება ამ ტერმინის განმარტების მცდელობები. მაგ: “ყოველი ადამიანი წარმოადგენს უმაღლეს ღირებულებას, როგორც არსება, რომელიც დაჯილდოებულია გონებით, ნებით და გრძნობებით, ე.ი. იმ თვისებებით, რაც გამოარჩევს მას გარემომცველი სამყაროს დანარჩენი ნაწილისაგან. ღირსება, ეს არის ადამიანზე ამ ღირებულების აღიარება მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობს ის საკუთარ თავზე და როგორ აფასებენ მას სხვები. ღირსება სუბიექტური კატეგორიაა (საკუთარი ღირსების შეგრძნება) და ამავე დროს ობიექტურიც (ადამიანის ღირსების საყოველთაო აღიარება და პატივისცემა); იგი განიხილება ადამიანის ობიექტურ თვისებებთან ერთობლიობაში, რომლებიც აფასებენ მის რეპუტაციას საზოგადოებაში (ზნეობრიობა, ინტელექტუალური მონაცემები, ცხოვრების წესი და ა. შ).“... საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის თანახმად, “ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.“ რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 21-ე მუხლი ერთგვარად აგრძელებს საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნულ მუხლში გატარებულ აზრს და ადგენს: “სახელმწიფო იცავს პიროვნების ღირსებას. არაფერი არ შეიძლება იყოს ღირსების დამცირების საფუძველი.“
Source: წაქაძე ი. ადამიანის ღირსების დაცვის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტიები //ალმანახი №18 , [სისხლის სამართალი],-საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, - 2003
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9