ორგანიზაციის შიდა წესების კრებული, რომლესაც კომპანიამ ფორმალურად და არაფორმალურად უნდა მისდიოს ყოველი გადაწყვეტილების მიღებისას. სოციალური პასუხისმგებლობის კონტექსტში პოლიტიკა არის კომპანიის ფორმალიზებული, განცხადებული და დოკუმენტირებული ვალდებულება.
Source: ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა, - ჰორიზონტი,- თბ.:
საერთო ორიენტირება მოქმედებებისა და გადაწყვეტილებების მისაღებად, რომლებიც აიოლებენ მიზნების მიღწევას.
Source: მენეჯმენტის საფუძვლები: [სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. სტუდ.] / გიორგი შუბლაძე, ბაბულია მღებრიშვილი, ფიქრია წოწკოლაური. - თბ.: უნივერსალი, 2008. - 288გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 286-287. - ISBN: 978-9941-12-295-8
პოლიტიკური მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდბელის, მაქს ვებერის თანახმად, პოლიტიკა ურთიერთობების ქცევის წესების სამყაროა და ამ სამყაროს სადარაჯოზე დგას სახელმწიფო, როგორც მონოპოლისტი ლეგიტიმური პოლიტიკური ძალადობისა გარკვეულ ტერიტორიაზე.
Source: დარჩიაშვილი დავით. პოლიტიკოსები, ჯარისკაცები, მოქალაქენი : საქ. ეროვნული უსაფრთხოებისა და სამხ.-სამოქ. ურთიერთობ. ანალიზი / [რედ.: კ. კაციტაძე, გ. ნოდია] - თბ. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა,
არისტოტელე თვლის, რომ ადამიანის სამართავად საჭიროა სახელმწიფო, საითკენაც თავისი ბუნებით ისწრაფვის ადამიანი, როგორც „სოციალური ცხოველი“. სახელმწიფო აღემატება ინდივიდს, მაგრამ არ შთანთქავს მას, როგორც ეს პლატონის პოლიტიკაში ხდება.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I. ; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა ; რედ. ზაზა შათირიშვილი ; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
სახელმწიფო ინსტიტუტთან ან ხელისუფლების მექანიზმთან დაკავშირებული აქტივობა; უფრო ფართო გაგებით, პროცესები, რომელთა მეშვეობითაც პოლიტიკური კონფლიქტი გამოიხატება და შეძლებისდაგვარად გადაიჭრება.
Source: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.