1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
ამა ამბ ამე ამი ამნ ამო ამს ამფ

ამერიკის ბურჟუაზიული რევოლუცია

დამოუკიდებლობისათვის ომო ჩრდილოეთ ამერიკაში (1775 – 83) წარმოადგენდა პირველ ბურჟუაზიულ რევილუციას ამერიკის კონტინენტზე. მისი თავისებურება იყო, რომ იგი ერთდროულად წარმოადგენდა ეროვნულ - განმათავისუფლებელ, ეროვნულ - გამაერთიანებელ და ანტიფეოდალურ მოძრაობას. 1776 წ. 4 ივლისის II კონტინენტალურ კონგრესზე ფილადელფიაში მიიღეს თომას ჯეფერსონის მიერ შდგენილი ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რომელმაც დამოუკიდებელი სახელმწიფოს - აშშ - ის შექმნა გამოაცხადა. 1783 აშშ - ის დამოუკიდებლობა ცნო ინგლისმა. კოლონიების დამოუკიდებლობისათვის ბრძოლოაში გადამწყვეტი როლი ითამაშა ხალხთა მასებმა. მაგრამ რევოლუციის პოლიტიკური ხელმძღვანელი იყო პლანტატორებთან დაკავშირებული ბურჟუაზია. რევოლუციამ კაპიტალიზმის სწრაფი განვითარების პირობები შექმნა, მაგრამ სამხრეთში მინობა არ არ მოსპობილა. დამოუკიდებლობისათვის ომის დამთავრების შემდეგ აშშ - ში კლასობრივი ბრძოლა გამწვავდა, ბურჟუაზიული რევოლუციის პლებეური მეთოდებით გაღრმავების ცდები შეიარაღებული ძალით ჩაახშეს. 1887 მიიღეს კონსტიტუცია, რომელმაც აშშ - ოფიციალურად გააფორმა ფედერალურ სახელმწიფოდ, ბურჟუაზიული დემოკრატიის ფორმით დამკვიდრდა და ბურჟუებისა და პლანტატორების ბატონობა. აშშ - ის პირველი პრეზიდენტი გახდა დამოუკიდებლობისათვის ომში ამერიკის ჯარების მთავარსარდალი ჯ.ვაშინგტონი.
Source: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1. გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9