1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

რა რე რთ რი რო რუ რწ რჯ
რაბ რაგ რად რაი რამ რან რაო რას რატ რაფ რაშ რაც

რადიკალური ფემინიზმი

  1. განიხილავს ქალის ჩაგვრას, როგორც ყველაზე ფუნდამენტურს, საიდანაც ჩაგვრის სხვა სახეები გამომდინარეობს, ხოლო მის საფუძველს პატრიარქალურ სისტემაში ხედავს. რადიკალური ფემინისტების აზრით, გაუფასურებულია ქალის სხეულთან დაკავშირებული მოქმედებები და გამოცდლება, სექსუალური ძალადობა არის ქალის სოციალური კონტროლის ფორმა პატრიარქატის პირობებში. რადიკალური ფემინისტებს მიაჩნიათ, რომ გენდერული უთანასწორობა საზოგადოებაში ფუნდამენტური ცვლილებების შედეგად უნდა აღმოიფხვრას. ასეთი ცვლილება შეიძლება განხორციელდეს პატრიარქალური სისტემის გარეთ ალტერნატივების შექმნით, ან სისტემის შიგნიდან შეცვლით. თუ ლიბერალური ფემინიზმი აქცენტს აკეთებს ქალთა თანაბარ შესაძლებლობებზე, რათა მამაკაცებისათვის განსაკუთრებული პრივილეგიები ქალებმაც მიიღონ, რადიკალური ფემინიზმი მოითხოვს მამაკაცების მიერ დადგენილი ნორმებისა და სექსუალური ძალადობისაგან ქალების თავისუფლებას და ავტონომიას. პოლიტიკასთან მიმართებაში, ამ მიმდინარეობის წარმომადგენელთა აზრით, ქალებმა ფუნდამენტურად უნდა შეცვალონ პოლიტიკური ინსტიტუტები, შემოიტანონ რა ქალთა ღირებულებები და ქცევები.
    Source: ჯავახიშვილი ნინო, ფემინიზმის მიმართულებები, ფემინისტური და გენდერული მოძრაობა [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში], – ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002
  2. მისი მთავარი სამიზნეა პატრიარქატი, როგორც ქალთა ჩაგვრის და მამაკაცთა პრივილეგირების ძალაუფლებრივი სისტემა. ამ მიმართულების ფემინისტთა აზრით, უნდა გავთავისუფლდეთ ყველა იმ სტრუქტურისგან, რომლებიც პატრიარქატის ეპოქაში შეიქმნა. ერთ-ერთი სტრატეგიაა ქალების მთლიანი გამოცალკევება (სეპარატიზმი) მამაკაცებისა და იმ ინსტიტუტებისგან, რომლებიც ჩაგრავენ ქალს. მეორე სტრატეგიად შეიძლება მოგვევლინოს კულტურული სეპარატიზმი, ანუ სოციალური ურთიერთობების ხელახალი გადააზრება და ალტერნატიული კულტურული მოდელების შექმნა, რომლებიც, თავის მხრივ, ქალებზე და მათი პოტენციალის გამოყენებაზე იქნება ორიენტირებული.
    Source: სოლიდარობა №16(17),– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.–2007
  3. ფემინიზმის სახეობა, რომელიც გენდერულ დაყოფას სოციალური განხეთქილების ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ გამოხატულებად მიიჩნევს, და თვლის, რომ ამგვარ დაყოფას ფესვები ოჯახური ცხოვრების სტრუქტურებში აქვს გადადგმული.
    Source: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9