1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

რა რე რთ რი რო რუ რწ რჯ
რაბ რაგ რად რაი რამ რან რაო რას რატ რაფ რაშ რაც

რასიზმისა და შეუწყნარებლობის საწინაღმდეგო ევროპული კომისია

დარსდა 1993 წ. ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მთავრობის მეთაურების სამიტზე. რასიზმისა და შეუწყნარებლობის საწინაღმდეგო ევროპული კომისიის ამოცანა არის ებრძოლოს რასიზმს, ქსენოფობიას, ანტისემიტიზმს და შეუწყნარებლობას მთლიანად ევროპის დონეზე, მათ შორისაა ადამიანის უფლებათა დაცვაც. რასიზმისა და შეუწყნარებლობის საწინაღმდეგო კომისიის ქმედება მოიცავს ყველა საჭირო ზომას ძალადობის, დისკრიმინაციის და პრეკონცეფციების წინააღმდეგ ბრძოლისათვის, რომელსაც ხვდებიან პიროვნებები ან პიროვნებათა ჯგუფები განსაკუთრებით რასობრივი, კანის ფერის, ენობრივი, რელიგიური, ეროვნული და ნაციონალური ან ეთნიკური წარმომავლობის ნიადაგზე. რასიზმისა და შეუწყნარებლობის საწინაღმდეგო კომისიის წევრები მათი მთავრობების მიერ დანიშნულები არიან მათი ფუნდამენტური ცოდნის საფუძველზე შეუწყანერბლობასთან ბრძოლის სფეროში. ისინი დასახელებული იყვნენ პიროვნული პასუხისმგებლობის ბაზაზე და მოქმედებენ მთავრობისაგან დამოუკიდებლად. რასიზმისა და შეუწყნარებლობის საწინაღმდეგო კომისიის ძირითადი პროგრამა შედგება:
▪ ინდივიდუალური მუშაობა თითოეულ წევრ ქვეყანაში, სიტაუციის ღრმა ანალიზის და კონკრეტული წინადადებების შემუშავების, მათგან გამომდინარე შემდგომი ქმედებების ჩათვლით.
▪ მუშაობა ზოგად თემებზე (მაგალითების შეგროვება და გავრცელება რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინაღმდეგ კომისიის სპეციფიურ თემებზე დადებითი ხასიათის მუშაობის საილუსტრაციოდ და ზოგადი რეკომედაციების მიღება)
▪ საზოგადოებასთან დაკავშირებული საქმიანობა ინფორმირებულობის ამაღლების ჩათვლით და საინფორმაციო სესიები წევრ ქვეყნებში, კოორდინაცია ეროვნულ და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ანტირასისტული შეხედულებების გავრცელება და საგანამანათლებლო მასალის შექმნა.
Source: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9