1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

რა რე რთ რი რო რუ რწ რჯ
რეა რეგ რედ რეე რევ რეზ რეი რეკ რელ რენ რეპ რეჟ რეს რეფ რეც

რეალობის პრინციპი

  1. -- Schutzprinzip, realprinzip, realschutzprinzip, Staatsschutzprinzip
    ამ პრინციპს, გერმანულ ლიტერატურაში “მონაწილე მართლწესრიგის” პრინციპს უწოდებენ – prinzip der beteiligten Rechtsordnung, ავსტრიაში – პასიური ეროვნულობის პრინციპს. მისი არსი ისაა, რომ სახელმწიფოს უფლება აქვს საკუთარი კანონმდებლობის მეშვეობით ხელყოფისგან დაიცვას თავისი ინტერესები, მიუხედავად ხელმყოფისა და დანაშაულის ჩადენის ადგილისა. ამ თეორიამ წინა პლანზე წამოსწია სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტის მნიშვნელობა და სახელმწიფოს მიერ დაწესებული მართლწესრიგის ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ დაცვის ინტერესები. ამ პრინციპის მომხრეთა აზრით, მისი გამოყენებით დაძლეული იქნებოდა ის ნაკლოვანებები, რომლებიც ტერიტორიულ და ეროვნულ პრინციპებს გააჩნდათ. რეალობის, ანუ დაცვის პრინციპს მრავალი თაყვანისმცემელი ჰყავდა; საფრანგეთში – ა. ვილფორი, იტალიაში – პესინა და პ. ფიორე, გერმანიაში – რ. გეინცე, ვ. როლანდი, კ. ბინდინგი, ე. ბელინგი, გ. ზეიფერტი, რუსეთში – ფ. მარტენსი და პ. პუსტოროსლევი. ამ თეორიის წარმომადგენელთა აზრით, ეს პრინციპი უზრუნველყოფს, ერთის მხრივ, სახელმწიფოს ინტერესების დაცვას, თუკი ხელყოფა უცხოეთიდან განხორციელდა (მათ შორის უცხოელის მიერ), ხოლო მეორეს მხრივ, ქვეყნის ინტერესების დაცვას მის ფარგლებს გარეთ.
    Source: ნამჩევაზე დავით. სისხლის სამართლის კანონის სივრცეში მოქმედების პრინციპების ისტორიული მიმოხილვა // ალმანახი №12, [სისხლის სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 1999.,

  2. სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, “საზღვარგარეთ დანაშაულის ჩამდენ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ საქართველოში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით, თუ ეს არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული”. ზემოთ მოტანილი სიტყვები აღიარებაა სისხლის სამართლის კანონის სივრცეში მოქმედების რეალობის (სახელმწიფო ინტერესთა დაცვის) პრინციპისა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მივიწყებული იყო საბჭოთა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში. რეალობის პრინციპის მიხედვით, სახელმწიფოს ყოველთვის აქვს უფლება დაიცვას თავისი ინტერესები დანაშაულებრივი ხელყოფისაგან. კერძოდ, მას უფლება აქვს თავისი სისხლის სამართლის კანონი გაავრცელოს იმ პირებზე, რომლებმაც ხელყვეს ამ სახელმწიფოს ინტერესი, მაშინაც კი, როცა ხელყოფა განხორციელდა არა ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთ, არა ამ სახელმწიფოს მოქალაქის, არამედ უცხოელის მიერ. ამ პრინციპის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამოყენება შესაძლებელია საქართველოში მყოფი უცხოელი მოქალაქეების მიმართ, რომლებმაც საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩაიდინეს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. უნდა ვივარაუდოთ, რომ სახელმწიფო ინტერესების დაცვა, რომელიც რეალობის პრინციპის არსს შეადგენს, მოიცავს ამ სახელმწიფოს მოქალაქეთა ინტერესების დაცვასაც. მაგრამ, ჩვენი აზრით, თვალსაჩინოებისათვის უმჯობესი იქნებოდა სისხლის სამართლის კოდექსის მეხუთე მუხლის მესამე ნაწილში მითითებული ყოფილიყო საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამოყენების შესაძლებლობაზე იმ უცხოელთა მიმართაც, რომლებმაც საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩაიდინეს “საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული”, ე.ი. საკანონმდებლო წესით განმტკიცებულიყო ინდივიდუალურ ინტერესთა დაცვის, ანუ პასიური პერსონალური პრინციპი.
    Source: ებრალიძე თამარ. სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა საზღვარგარეთ ჩადენილი დანაშაულისათვის // ალმანახი №13, [სისხლის სამართალის კრიმინოლოგიის პრობლემები],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2000.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9