1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
ამა ამბ ამე ამი ამნ ამო ამს ამფ

ამიშები

საკმაოდ მცირერიცხოვანი და ძველი რელიგიური სექტა. მათ ეკუთვნით განათლების მიმართ აღმსარებლობის თავისუფლების დამკვიდრების პირველი მცდელობა. ამიშები წარმოადგენდნენ მენონიტების რელიგიური საზოგადოებრივი ჯგუფის ერთ-ერთ განხრას, რომლის მიმდევრებმაც 1693 წელს საკუთარი ეკლესიური თემი დააარსეს. 1720-1775 წლებში ისინი ამერიკაში გადასახლდნენ და ძირითადად პენსილვანიის შტატში დასახლდნენ. ამიშების ძველი ორდენი წარმოადგენდა თავდაპირველი ამიშური საზოგადოების განხრას, რომელიც ხასიათდებოდა უკიდურესი სიმკაცრით და ბიბლიისადმი ერთგულებით. ისინი მისდევდნენ მიწათმოქმედებას, საუბრობდნენ გერმანულად, ეცვათ ყველასგან განსხვავებული მე-18 საუკუნის ტანსაცმელი და ჰქონდათ პაციფისტური შეხედულებები. ამიშები ფიქრობდნენ, რომ ცოდნა, რომელიც არ არის დაკავშირებული მიწათმოქმედებასთან, ადამიანში ამპარტავნობის გრძნობას იწვევს, რაც დამღუპველი ცოდვაა.
Source: ნარინდოშვილი მალხაზ. რელიგიის თავისუფლება / [ავტ.: მალხაზ ნარინდოშვილი, ვანო გოგელია, თათია ჯულაყიძე და სხვ. ; შემდგ.-რედ.: გიორგი მელაძე ; რედ.: ნოდარ ლადარია] ; თავისუფლების ინ-ტი - თბ., 2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9