1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
ამა ამბ ამე ამი ამნ ამო ამს ამფ

ამნისტია

  1. Gk. amnestia რაც ნიშნავს პატიებას
    იგი წარმოადგენს გათავისუფლების შერეულ სახეს, რომლის მეშვეობითაც სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე შესაძლებელია როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ისე სასჯელისაგან გათავისუფლება. საქართველოს პარლამენტის მიერ 1999 წლის 22 ივლისს მიღებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 77-ე მუხლის 1-ლი პუნქტების თანახმად, ამნისტიის აქტით დამნაშავე შეიძლება გათავისუფლდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ხოლო მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელისაგან ან მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით. ამნისტია შეიძლება იყოს საერთო (მთლიანი) ან ნაწილობრივი. საერთო ამნისტია ვრცელდება ყველა იმ პირზე, ვინც ჩაიდინა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაშაული. ნაწილობრივი კი ეხება პირთა მხოლოდ იმ განსაზღვრულ კატეგორიას, რომლებიც გათვალისწინებულია ამნისტიის აქტით. საერთო წესის მიხედვით, ამნისტია ვრცელდება მხოლოდ იმ დანაშაულზე, რომელიც დამთავრდა ამნისტიის აქტის იურიდიული ძალის შეძენის მომენტამდე. საკანონმდებლო ორგანო, რომელიც აცხადებს ამნისტიას, ძირითადად შედგება არაიურისტებისაგან, რომლებიც დაცილებული არიან სამართლის გამოყენების პრაქტიკას. ხშირად ამნისტია შეიცავს ისეთ დებულებებს, რომლებიც არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სამართლიანად და ჰუმანურად. მაგალითად, ზოგჯერ სასჯელისაგან თავისუფლდებიან მსჯავრდებულები, რომლებმაც მძიმე დანაშაული ჩაიდინეს, მაშინ, როდესაც ამნისტიის აქტი არ ეხებათ საშუალო სიმძიმის დანაშაულისათვის მსჯავრდებულთ. გარდა ამისა, საფუძველი, მისი მიღების წესი და სხვა კანონმდებლობით არ არის დარეგულირებული და ერთგვარად თვითნებური ხასიათისაა. ამნისტიას, როგორც სახელმწიფოებრივ-სამართლებრივ აქტს, აქვს შემდეგი დამახასიათებელი ნიშნები: ყველა შემთხვევაში იგი ნორმატიული ხასიათისაა, ანუ ვრცელდება ინდივიდუალურად განუსაზღვრელ პირთა წრის მიმართ, ასევე ეხება სისხლის სამართლის საქმეების განუსაზღვრელ რაოდენობას, მიუხედავად იმისა, რა პროცესუალურ სტადიაზეა ისინი; მისი გამოცხადების ინიციატივა ყოველთვის სახელმწიფო ორგანოდან მოდის; ამნისტიას აქვს საერთო-სავალდებულო ხასიათი როგორც სამართლებრივი ორგანოებისათვის, ასევე თვით ამნისტირებულთა მიმართ. ერთადერთი გამონაკლისი არის ის შემთხვევა, როდესაც პირი თავს დამნაშავედ არ ცნობს და მოითხოვს მისი საქმის სასამართლოს მიერ გადასინჯვას. ამნისტიის აქტი ქმნის მხოლოდ ნორმატიულ საფუძველს, განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომლებსაც იგი ეხება, აგრეთვე მისი გამოყენების პირობებსა და წესს. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ან სასჯელისაგან გათავისუფლების იურიდიულ საფუძველს კი წარმოადგენს სამართლის ნორმათა გამოყენების ინდივიდუალურად განსაზღვრული აქტი: სისხლის სამართლის საქმეზე საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება, სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენილება და სხვა.
    Source: ნანობაშვილი ზაზა. ამნისტიისა და შეწყალების სამართლებრივი ბუნება // ალმანახი №13, [სისხლის სამართალის კრიმინოლოგიის პრობლემები],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2000.
  2. Gk. amnestia დავიწყება /დანაშაულისა, წყენისა/, პატიება
    დამნაშავის გათავისუფლება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, აგრეთვე, მსჯავრდადებულის გათავისუფლება სასჯელისაგან, ანდა მისთვის დანიშნული სასჯელის შემცირება, ან შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით. ამნისტიის აქტით სასჯელმოხდილს შეიძლება მოეხსნას ნასამართლობაც. ამნისტიას აცხადებს საქართველოს პარლამენტი ინდივიდუალურად განუსაზღვრელ პირთა მიმართ, ან საქართველოს პრეზიდენტი განსაზღვრულ პირთა მიმართ.
    Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005 - 271გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9