1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ჰა ჰე ჰი ჰო ჰრ ჰუ
ჰაა ჰაბ ჰავ ჰაი ჰაკ ჰალ ჰამ ჰან ჰარ ჰას

ჰაბბარდი რონალდ ლაფაიეტ

საენტოლოგიის, როგორც მოძღვრებისა და ეკლესიის დამფუძნებელია ამერიკელი ლაფაიეტ რონალდ ჰაბბარდი (1911 – 1986) ჰაბბარდმა ინჟინრის განათლება მიიღო, თუმცა შემდგომ მწერლობას მიჰყო ხელი სათავგადასავლო – მეცნიერულ – ფანტასტიკურ ჟანრში. ერთ დროს ის ჰოლივუდშიც მუშაობდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ჰაბბარდი ამერიკის ფლოტში მსახურობდა. ომის შემდეგ კალიფორნიაში ჩავიდა და ნეო-სატანისტურ-ოკულტური სწავლებით დაინტერესდა. ამ სწავლებამ და სამეცნიერო ფანტასტიკამ დიდი გავლენა მოახდინა ჰაბბარდის სწავლებაზე, რომელიც დიანეტიკის სახელითაა ცნობილი. 1950 წელს სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ–ერთ ჟურნალში გამოქვეყნდა ჰაბბარდის სტატია „დიანეტიკა – სულიერი ჯანმრთელობის თანამედროვე მეცნიერება” , რომელიც ამერიკაში ბესტსელერი გახდა. ამის შემდეგ, 1954 წელს გამოვიდა წიგნი: ”საენტოლოგიოა: აზროვნების საფუძვლები”, რომელშიც დიანეტიკა საენტოლოგიის ერთ–ერთ დარგად გამოცხადდა. ამ წიგნის გამოქვეყნებისთანავე აშშ-ში დაარსდა პირველი საენტოლოგიოური ეკლესია. 50-იანი წლების ბოლოს ჰაბაარდი ინგლისში გადასახლდა. 1968 წელს ინგლისის პარლამენტმა ჰაბბარდს და მის უცხოელ მოწაფეებს აუკრძალა ქვეყანაში გაჩერება. მას შემდეგ, რაც ჰაბბარდმა რამდენიმე მთავრობისაგან უარი მიიღო მათ ქვეყანაში შესვლაზე, მან დახურულად გამოაცხადა თავისი ორგანიზაცია, თუმცა კერძო ფლოტის საშუალებით განაგრძო მისიონერული საქმიანობა. 1981 წლიდან ჰაბბარტი საჯაროდ აღარ ჩანდა, ხოლო 1986 წელს გავრცელდა ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ.
Source: დადუნაშვილი ელგუჯა და სხვ., აბაშიძე ლევან, გოგიბერიძე გია რელიგიურ ურთიერთობათა რეგულირების ზოგიერთი ასპექტი (სექტა) / [ავტ.: ელგუჯა დადუნაშვილი, ლევან აბაშიძე, გია გოგიბერიძე] ; კავშირი "ჰუმან. საზ.", ფრიდრიხ ებერტის ფონდი - თბ., 2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9