1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ჰა ჰე ჰი ჰო ჰრ ჰუ
ჰაა ჰაბ ჰავ ჰაი ჰაკ ჰალ ჰამ ჰან ჰარ ჰას

ჰაიზინგა იოჰან

(1872 - 1945) დასავლური კულტუროლოგიის და კულტურის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი. მან თავდაპირველად სახელი გაითქვა ნაშრომით „შუა საუკუნეების შემოდგომა“ (1919), რომელშიც სრულიად ახლებურად წარმოაჩინა გვიანდელი შუა საუკუნეების კულტურა და ადამიანთა ყოველდღიური ცხოვრება. „Homo ludens“ („კაცი მოთამაშე“) მისი კულტურის-ისტორიული კვლევების გარკვეულად შემაჯამებელი ნაშრომი აღმოჩნდა: ამ ნაშრომში ჰაიზინგა ამტკიცებს, რომ კულტურაში მონაწილეობს და არსებით როლს ასრულებს თამაშის ელემენტი; მეტიც, თამაშის ეს ელემენტია სწორედ კულტურის მაცოცხლებელი სული, მის გარეშე კულტურა ვერ იარსებებს, ხოლო თამაშის სულის დაკნინება კულტურის დაკნინებასაც ნიშნავს. ნაშრომი ჰოლანდიურ ენაზე გამოქვეყნდა 1938 წელს, მას შემდეგ კი მსოფლიოს ათობით ენაზე გამოვიდა და კულტუროლოგიის კლასიკად იქცა.
Source: ჰაიზინგა იოჰან, Homo Ludens კაცი მოთამაშე : კულტურის თამაშში წარმოშობის შესახებ / [გერმ. თარგმნა გია ნოდიამ ; რედ.: ზეინაბ სარაძე] - თბ. : CIPDD, 2004.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9