1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ჰა ჰე ჰი ჰო ჰრ ჰუ
ჰაა ჰაბ ჰავ ჰაი ჰაკ ჰალ ჰამ ჰან ჰარ ჰას

ჰამასი

,,ჰამასის“ არაბული აქრონიმია: ,,ჰარაქათ ალ-მუქავარმა ალ-ისლამია“, რაც ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობას ნიშნავს. ,,ჰამასი“ პალესტინის მუსლიმურ-ფუნდამენატალისტური მოძრაობაა. მას გააჩნია საკმაოდ ძლიერი სოციალური ბაზა და გასამხედროებულ-ტერორისტული ფრთა, რომელიც ისრაელის ტერიტორიაზე კამიკაძეთა მოქმედებებს გეგმავს და ხელმძღვანელობს. ,,ჰამასი“ პალესტინის ადმინისტრაციის მეთაურის იასირ არაფატის მიმართ ოპოზიციურად არის განწყობილი. გარდა ამისა, ორგანიზაცია ახლო აღმოსავლეთის კრიზისის ერთ-ერთი მთავარი აქტორია. ზოგი ერთმანეთში ურევს ,,ჰამასს“ და ,,პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციას“, რაც სინაიმდვილეს არ შეესაბამება. ,,პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციას“ იასირ არაფატი უდგას სათავში. გარდა ამისა, ,,პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია“ არ წარმოადგენს ისლამურ-ფუნდამენტალისტური მიმართულების ორგანიზაციას და აქცენტი საერთო, ეროვნულ პრინციპებზე აქვს გაკეთებული. ,,პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია“, პალესტინის ადმინისტრაციის ფუნდამენტია. ,,ჰამასი“ კი პალესტინის ადმინისტრაციას მწვავედ აკრიტიკებს და არაფატის რეჟიმს კორუფციაში და ისრაელის და აშშ-ის წინაშე პალესტინის ინტერესების დათმობაში ადანაშაულებს. ,,ჰამასის“ იდეოლოგია თანაბრად ითვალისწინებს, როგორც ნაციონალურ ასევე ისლამური ფუნდამენტალიზმის მიმართულებებსაც. ორგანიზაციის ლიდერები და დამფუძნებლები მიზნის მისაღწევად მხოლოდ შეიარაღებულ ბრძოლას და ტერორიზმს განიხილავენ. მათ მიზანს კი, ისრაელის სახელმწიფოს განადურება წარმოადგენს. თუმცა, ამ ბოლო დროს, ,,ჰამასში“ აშკარდ შეიმჩნევა პოზიციების დათმობისა და კომპორიმისებზე წავლის სურვუილი. კერძოდ, მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ ისრაელის განადგურება შეუძლებელია და ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება. მისივე თქმით, ,,ჰამასი“ თანახმა იქნება, თუკი ისრაელი მოახდენს პალესტინის დეოპუკაციას. ,,ისრაელმა და პალესტინამ ერთმანეთის გვერდიგვერდ მშვიდობიანად უნდა იცხოვრონ“, აღნიშნა მან. უნდა ითქვას, რომ ეს აშკარა პროგრესია, რადგან მანადმე ,,ჰამასის“ სხვა ლიდერი აბდელ აზიზ ალ-რანტისი აცხადებდა: ,,ჩვენ არ გვჯერა, რომ მტრის გვერდით ცხოვრება შესაძლებელია.“
Source: ღირსიაშვილი ლევან. ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი: ორი ერი, ერთი მიწა // ახალი აზრი,- №2 (8),- 2003
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9