1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ჰა ჰე ჰი ჰო ჰრ ჰუ
ჰობ ჰოვ ჰოკ ჰოლ ჰომ ჰოპ ჰორ ჰოს ჰოტ

ჰომოფობია

  1. E. homophobia
    შეიძლება განისაზღვროს როგორც სიძულვილი გეი ან ჰომოსექსუალი ადამიანების მიმართ ან მათი ცხოვრების სტილის ან კულტურის მიმართ ან ზოგადად განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ. მსოფლიოს ბევრ ნაწილში განსხვავებული (განსხვავებული უმრავლესობისაგან) ორიენტაციის მქონე ინდივიდები არიან დისკრიმინაციის საგანი, რაც ვარირებს შეურაცყოფიდან მკვლელობამდე. ბევრ ქვეყანაში ჰომოსექსუალობის პრაქტიკა ჯერ კიდევ დანაშაულად ითვლება და ზოგიერთ მათგანში სიკვდილით ისჯება. თუმცა, ევროპის ფარგლებში პროგრესი მიღწეულია ცვალებად კანონმდებლობაში ბევრი ადამიანი კვლავ განიხილავს ჰომოსექსუალობას როგორც დაავადებას, ფსიქოლოგიურ დარღვევას ან არაბუნებრივ მდგომარეობას.
    Source: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004
  2. ანტიპათია ან სიძულვილი ჰომოსექსუალების ან ლესბოსელების, მათი ცხოვრების წესის, კულტურის, ანდა საერთოდ იმ ხალხის მიმართ, რომლებსაც განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია აქვთ, მათ შორის ბისექსუალებისა და ტრანსსექსუალების მიმართ.
    Source: ფლაუერსი, ნენსი. კომპასიტო: სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ბავშვებისათვის/ რედ. და თანაავტ. ნენსი ფლაუერსი; სახელმძღვ. მომზადებაში მონაწილეობდნენ: მარია ემილია ბრედეროდე-სანტოსი [და სხვ.]; საბოლოო რედ. ჟუჟანა სელენი; ილ. დაიანა ნეგი; [მთარმგნ.: თამარ მიქაძე, ანა გეგეჭკორი; რედ. დავით გელაშვილი] - [თბ., 2009]
  3. გეი და ლესბოსელი ადამიანებისადმი ან ზოგადად ჰომოსექსუალობისადმი ნეგატიური დამოკიდებულება, რომელიც შეიძლება გამოიხატებოდეს მღელვარებით, ზიზღით, მტრობით, აგრესიით, დისკომფორტით ან შიშით.
    Source: შესავალი ლგბტ ფსიქოლოგიაში/[რედ.: შორენა გაბუნია, ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 408 გვ.; 20 სმ. - განმარტებითი ლექსიკონი: გვ. 384-408.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9