1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ხა ხე ხი ხო ხს ხუ
ხაბ ხაზ ხალ ხან ხარ ხას ხატ

ხასიდიზმი

  1. (ებრ. ღვთისმოსავი) იუდაიზმის მიმდინარეობა. მისი ძირითადი მიზანი იყო და არის იუდეური ღვთისმსახურების რეფორმა, რიტუალების რიცხვის შემცირება. სამაგიეროდ - ყურადღების გადატანა თითოეული პიროვნების როლსა და ადგილზე სამყაროში, სულიერსა და ზნეობრივ სრულყოფაზე. ხასიდიზმის მამათმთავრად ითვლება მოხეტიალე მკურნალი ისრაელ ბენ ელიეზერი ანუ ბეშტი (1700-1760).
    Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
  2. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში აღმოსავლეთ ევროპაში წარმოშობილმა თავისებურმა მისტიკურმა რეფორმისტულმა მოძრაობამ ხასიდობამ (ებრ. ხასიდუთ) ისრაელში გადაინაცვლა და დღესდღეობით ეზოთერული სახით განაგრძობს არსებობას. თავდაპირველად იგი მდაბიო, წერაკითხვის სრულიად უცოდინარი ხალხის რეაქცია იყო თალმუდის წიგნური რელიგიისა და სიბრძნისადმი. მისი დამაარსებელი ისრაელ ბენ ელიეზერი (17001760) თუმცა არ უარყოფდა თალმუდს, ებრაული კულტურის ათასწლოვან ტრადიციებსა და რიტუალებს, მაგრამ ის ამბობდა, რომ შესაძლებელია მათ გარეშეც აღმოვაჩინოთ ჩვენს თავში ღვთის ნაპერწკალი, რომელიც მეტნაკლებად ყველა ადამიანში მოიძევება.ხასიდობამ ადამიანის პიროვნების განუმეორებლობას დასდო ფასი. თითოეული ადამიანის უნიკალობა და სიღრმე აღმოაჩინა ხასიდურმა მისტიკამ უბრალო ხალხში. თუ თალმუდი, როგორც კედელი, იცავდა იუდევლობის თავისთავადობასა და განსაკუთრებულობას, რომ იგი ხალხებში არ გათქვეფილიყო, ხასიდობას უნდა დაეცვა თითოეული პიროვნების თავისთავადობა და უნიკალობა.
    Source: რელიგიები საქართველოში : [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9