1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ხა ხე ხი ხო ხს ხუ
ხსნ

ხსნის არმია

  1. E. Salvation Army
    ეს მოძრაობა ინგლისელი მეთოდისტების წრეში წარმოიშვა. დამაარსებელია მეთოდისტი მქადაგებელი უილიამ ბუთი, რომელიც დაუპირისპირდა თავისი ეკლესიის წესებს - დაფუძნებულს ანგლიკანურ ტრადიციებზე, მაგრამ სამაგიეროდ ახალი და მკაცრად უნიფიცირებული წესები შემოიღო. უ. ბუთიმ 1861 წელს ინგლისში ჩამოაყალიბა ორგანიზაცია - ,,მოძრაობა საზოგადოების აღორძინებისათვის’’, რომელსაც შემდეგ ,,ქრისტიანული მისია’’ ეწოდა, 1878 წლიდან - ,,ხსნის არმია’’. ამ სახელწოდების ეკლესიები მალე ამერიკის, ევროპისა და აზიის მრავალ ქვეყანაში გაფორმდა. შეიქმნა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის ცენტრი ვაშინგტონია.
    Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
  2. საერთაშორისო ქრისტიანული საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც მე-19 საუკუნის შუა წლებიდან არსებობს. მისი შტაბბინა ლონდონში მდებარეობს.ხსნის არმიის პრინციპები ძველი და ახალი აღთქმის ტექსტებს ეფუძნება. ორგანიზაცია ბიბლიურ შეხედულებებსა და მოწოდებებს ქადაგების საშუალებით ავრცელებს. ხსნის არმიის წევრები ყოველ კვირას იკრიბებიან ღვთისმსახურებაზე, რომელიც ლოცვაგალობის, წმ. წერილის კითხვისა და ქადაგებისგან შედგება. რაც შეეხება საიდუმლოებებს, ხსნის არმია, როგორც ზემოთ აღინიშნა, ევანგელური ეკლესიის ერთ-ერთი მიმდინარეობაა, მაგრამ ეკლესიაში მხოლოდ ხელდასხმისა და ქორწინების საიდუმლოებები არსებობს. ნათლობისა და ზიარების საიდუმლოებები არ აღესრულება იმგვარად, როგორც ეს დანარჩენ ქრისტიანულ ეკლესიებშია. ხსნის არმიელთა რწმენით, მთავარია ადამიანი შინაგანად, საკუთარი ცხოვრების წესით ეზიაროს ცოცხალ ქრისტეს, ხოლო ამ აქტის გარეგნული, რიტუალური ფორმები (პური და ღვინო, ნათლობის წყალი) მეორეხარისხოვანია. ასევე არ არსებობს სტაბილურად დადგენილი მარხვის პერიოდები. მარხვის დაწყების დრო და მისი ხანგრძლივობა ინდივიდუალურად დგინდება (მარხვა კი საკვებისგან სრულ თავშეკავებას გულისხმობს). როგორც გიორგი სალარიშვილი ამბობს, „ადამიანის ყოველი განზრახვა და ფიქრი სუფთა და უბიწო გულიდან უნდა გამოდიოდეს, რომელიც პირველყოვლისა უფალს ასიამოვნებს, ყველა დანარჩენი მეორეხარისხოვანია“. სახელწოდება „ხსნის არმია“ მიგვანიშნებს, რომ ეს ორგანიზაცია ნაწილობრივ სამხედრო სტრუქტურის მქონეა. მის ხელმძღვანელს გენერალი ეწოდება, ის ხსნის არმიაში ამ წოდების მქონე ერთადერთი პირია. დანარჩენი წევრები ოფიცრებად და ჯარისკაცებად იწოდებიან და უნიფორმას ატარებენ. აუცილებელი საშუალო განათლების შემდგომ თითოეულმა მსახურმა ორწლიანი სასწავლო კურსები უნდა გაიაროს ხსნის არმიის შესაბამის სკოლებში. იქ ისინი საჭირო განათლებას ღებულობენ, აუცილებელ უნარ-ჩვევებს იძენენ, მკაცრ დისციპლინას და ცხოვრების ჯანსაღ წესს ეჩვევიან (ხსნის არმიის წევრები უარს ამბობენ ალკოჰოლსა და თამბაქოზე).
    Source: წყარო: სოლიდარობა №3(12),– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.–2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9