1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ძა ძვ ძი ძუ
ძალ ძარ ძაღ

ძალადობა

  1. ფიზიკური ძალის ან ძალაუფლების წინასწარგამიზნული გამოყენება მიმართული საკუთარი თავის, სხვა ადამიანის ან საზოგადოების წინააღმდეგ, რომლის შედეგადაც ადგილი აქვს (ან არსებობს ამის დიდი ალბათობა) სიკვდილს, სხეულის დაზიანებას, ფსიქოლოგიურ ტრავმას, ნორმალური განვითარებიდან გადახრას ან სხვადასხვა სახის ზარალს.
    Source: ვერულაშვილი ია. მჟავია მაია. ექიმის როლი ოჯახური ძალადობის პრობლემის გადაწყვეტაში/ქალთა ცენტრი/[თარგმნა ეკა ვერულაშვილმა].
  2. სინონიმები: აგრესია, სასტიკი მოპყრობა, შეურაცხოფა, იძულება, ხელყოფა, წამება, მუქარა. ძალადობა არის ყოველგვარი ქმედება ან სიტყვა, რომელსაც შეუძლია ადამიანი შეურაცხჰყოს, ზიანი მოუტანოს მას ან შეულახოს კანონით მინიჭებელი ულებები. ძალადობის დღოს ითრგუნება ადამიანის ნება, შელახულია მისი ხელშეუხებლობა, ღირსება, და თავისუფლება. ესენი კი ადამიანის განუყოფელი უფლებებია. რა თქმა უნდა, ძალადობა შეიძლება განხორციელდეს არა მარტო ადამიანის მიმართ. ძალადობის მსხვერპლი ხშირად დაუცველი ცხოველიც ხდება. სასტიკი მოპყრობა განსაკუთრებით საზარელია მაშინ, როდესაც მას სუსტი და დაუცველი არსებების მიმართ სჩადიან. როგორც წესი, სწორედ ასეც ხდება. ძალადობას შეიძლება ახორციელებდეს ერთი ადამიანი, ადამიანთა ჯგუფი ან მთელი საზოგადოება. მათი ძალადობრივი ქცევა შეიძლება ეხებოდეს მეორე ადამიანს ან სხვა ჯგუფს. ადამიანის უფლებების თვალსაზრისით ყოველგვარი ძალადობა დაუშვებელია. მას კრძალავს და სჯის კანონი.
    Source: ბერიკაშვილი ნანა, რა არის ძალადობა? [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში], – ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002
  3. ძალზე მრავლისმომცველი ცნებაა და რამდენიმე ასპექტს აერთიანებს - ფსიქოლოგიურს, იურიდიულსა და სოციალურს. იურისპრუდენციაში მიღებული ზოგადი განმარტება ასეთია: ძალადობა მოიცავს უკანონო ქმედებათა ყველა სახეს, გამოხატულს მუქარით ან ქმედებით, რომელსაც შედეგად მოჰყვება ქონების დაზიანება ან განადგურება, ანდა პიროვნების შეურაცხყოფა ან სიკვდილი. ოჯახი სახელმწიფოს საფუძველია, იგი არის სახელმწიფო სახელმწიფოში, ანუ გარკვეული მიკროსისტემა. მაკრო და მიკრო სისტემებს შორის გასაოცარი შინაგანი კანონზომიერება არსებობს, ერთის მდგომარეობა და კეთილდღეობა განსაზღვრავს მეორის მდგომარეობასა და კეთილდღეობას, და პირუკუ. ამდენად, ძალადობის განმარტება ოჯახზეც ვრცელდება, ოღონდ მოქმედების შემცირებული მასშტაბით.
    Source: გაფრინდაშვილი ქეთი, ფხაკაძე რუსუდან. ძალადობა ოჯახში, [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში],– ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,–თბ.,2002,

  4. არამარტო ფიზიკური ძალმომრეობა, არამედ პიროვნების შეურაცხყოფა და მისი აბუჩად აგდება. ძალადობა შედგება სამი კომპონენტისაგან: მსხვერპლი, დამნაშავე და თვით ქმედება. თავისი ხასიათისა და შედეგების გათვალისწინებით, იგი ხშირად მოიაზრება როგორც კრიმინალი. ძალადობა მოიცავს უკანონო ქმედებათა ყველა სახეს, გამოხატულს მუქარით ან ქმედებით, რომელსაც შედეგად მოჰყვება ქონების დაზიანება ან განადგურება, ანდა პიროვნების შეურაცხყოფა ან სიკვდილი. ოჯახში ძალადობის ფორმებია: ფიზიკური ძალადობა (ცემა), სექსუალური ძალადობა, მუქარა, ემოციური ძალადობა (სისტემატური ყვირილი, გინება), საზოგადოებისგან იზოლაცია, რაიმე ქმედების მუქარით აკრძალვა, დაშინება და ა.შ. ოჯახში ძალადობის მსხვერპლი (პირობითად ასე ვუწოდოთ მათ) შეიძლება იყოს ქალი, ბავშვი, ინვალიდი, მოხუცი და, იშვიათად, მამაკაცი. ყველაზე გავრცელებული ფორმაა ქმრის ძალადობა ცოლზე და მშობლების - შვილებზე.
    Source: ყიფშიძე ლალი. ძალადობა ოჯახში და ქალთა სოციალური პრობლემები // ალმანახი №7 [ადამიანის უფლებათა დაცვის სამართალი], – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, – 1998
  5. არსებობს ძალადობის ბევრი განმარტება. მათგან ერთ-ერთი განიმარტება, როგორც ძალის გამოყენება - ფარული ან აშკარა - იმ მიზნით, რომ მიიღო ადამიანისაგან ან ჯგუფისაგან ის, რისი მოცემასაც ისინი თავის ნებით არ თანხმდებიან.
    არსებობს ძალადობის სხვადასხვა ფორმა. ჩვენ შეგვიძლია განვასხვავოთ პირდაპირი და ირიბი (ანუ სტრუქტურული) ძალადობა:
    ▪ პირდაპირი ძალადობა = ფიზიკურ ძალადობას
    ▪ ირიბი (ანუ სტრუქტურული) ძალადობა = სიღარიბე, ექსპლოატაცია, სოციალური უსამართლობა, დემოკრატიის არარსებობა, და ა.შ.
    Source: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9