ჩაისახა და აღმოცენდა სპარსეთში. ამის გამო მას ხშირად ფარსიზმსაც ეძახიან. მისი დამაარსებელია ზოროასტრი ანუ ზარათუშტრა. ამ სახელისგანაა წარმომდგარი ტერმინი - ზოროასტრიზმი. ზარათუშტრა ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ძვ.წ. VII-VI სს-ში. იგი იყო მაზდეანი ანუ ღვთაება აჰურამაზდას ერთგული მსახური. ასე რომ, ზოროასტრიზმი მაზდეანობის მემკვიდრეა.
Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002