1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

წა წე წი წლ წმ წო წყ
წამ წარ წაყ წაშ წაწ

წარმომადგენლობა

ტერმინს იყენებს 1961 წლის ვენის კონვენცია [დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ]. თანამედროვე პრაქტიკა იცნობს დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობების შემდეგ სახეებს: 1. საელჩოები - პირველი, უმაღლესი კლასის წარმომადგენლობა. მას უთანაბრდება ვატიკანის წარმომადგენლობა - ნუნციატურები, ასევე წარმომადგენლობები, რომლებსაც ერთმანეთს უცვლიან თანამეგობრობის ქვეყნები, მართავენ უმაღლესი კომისრები და დიპლომატიურ კორპუსში უკავიათ იგივე მდგომარეობა, რაც ელჩებს. 2. მისიები - ეს, შეიძლება ითქვას, არის მეორე კლასის წარმომადგენლობა. მათ შეესატყვისება პაპის ინტერნუნციატურები. 3. დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული ოფიციალური წარმომადგენლობები, რომელთაც, ამა თუ იმ მიზეზების გამო, საელჩოებისაგან და მისიებისაგან განსხვავებული სახელწოდება და ზოგიერთი სამართლებრივი მდგომარეობის თავისებურებები გააჩნიათ.
Source: ლეგაშვილი ნიკოლოზ, დიპლომატიური პრივილეგიები და იმუნიტეტი/ //ალმანახი №9, [საერთაშორისო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,–თბ.,– 1999
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9