ფრაზა ქალის ადამიანის უფლებები გამოიყენება რათა აქცენტი გაკეთდეს იმ ფაქტზე, რომ ქალის უფლება ადამიანის უფლებაა, უფლება, რომელიც ქალებს აქვთ რადგან ისინი უბრალოდ ადამიანები არიან. ეს აზრი აერთიანებს ქალთა უფლებების თემას ადამიანის უფლებების მოძრაობაში და ამავდროულად აერთიანებს ადამიანის უფლებების პრინციპებს ქალთა უფლებების მოძრაობაში.
Source: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004
ცნება, რომელიც შემოღებულია ადამიანის უფლებათა დამატებად მას შემდეგ, რაც ჩაითვალა, რომ ადამიანის უფლებები ვერ ფარავს სრულად ქალის უფლებებს და რომ ქალის უფლებების განხორციელებას, ასევე, წინ ეღობება საზოგადოებრივი ცრურწმენები და ტრადიციული სტერეოტიპები. ქალის ადამიანის უფლებები მიეკუთვნება ადამიანის უფლებების მესამე თაობას, ე.წ. კოლექტიურ უფლებებს, რომელშიც ასევე შედის უფლება მშვიდობაზე, ეროვნულ თვითგამორკვევაზე, ჯანმრთელ გარემოსა და თავისუფლებაზე. სქესის, ასაკის ან ეროვნული ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ. ქალის ადამიანის უფლებების დამცველ ძირითად დოკუმენტს წარმოადგენს კონვენცია „ქალის მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, რომელიც მიღებულ იქნა გაეროს მიერ 1979 წელს.
Source: პოლიტიკაში ქალთა დაწინაურების კამპანია და პოლიტიკოსის უნარ-ჩვევები. – [სახელმძღვანელო ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი]. – თბილისი. – 2006.