1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ქა ქე ქვ ქთ ქი ქლ ქმ ქო ქრ ქს ქუ ქც
ქალ ქამ ქან ქარ ქაშ

ქალის მიმართ ძალადობა

  1. ,,პეკინის დეკლარაცია და მოქმედებათა შესახებ სახელმძღვანელო მითითებებით“ ქალის წინააღმდეგ მიმართული ძალადობა განიმარტება, როგორც ,,გენდერული ნიშნით ნებისმიერი სახის ძალადობა, რომელიც იწვევს (ან შესაძლოა გამოიწვიოს) ქალისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ზიანის ან ტკივილის მიყენებას დაზიანების, მუქარის, იძულების ან უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის საშუალებით, მიუხედავად იმისა, ეს მოქმედება ხდება ადამიანის სამსახურებრივ თუ პირად ცხოვრებაში.”
    Source: გაუპატიურება და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება (სტუდენტის სახელმძღვანელო),

  2. მოიცავს ფიზიკურ, სექსუალურ ან ფსიქიკურ ძალადობას, რომელსაც ადგილი აქვს ოჯახში ცემის, სექსუალური იძულების ჩათვლით. ძალადობას, რომელიც აზიანებს ქალის სასქესო ორგანოებს და სხვა ტრადიციული ძალადობის სახეებს, რომლებიც მორალურ ან ფიზიკურ ზიანს აყენებენ ქალებს. ძალადობა, რომელიც დაკავშირებულია ექსპლუატაციასთან.
    Source: გაფრინდაშვილი ქეთი, ფხაკაძე რუსუდან. ძალადობა ოჯახში, [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში],– ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,–თბ.,2002,

  3. ,,ქალის მიმართ ძალადობა” მოიცავს ნებისმიერი ძალადობის აქტს, ჩადენილს სქესობრივი ნიშნის საფუძველზე, რომელიც ქალს აყენებს ან რომელმაც შეიძლება მიაყენოს ფიზიკური, სექსუალური ან მორალური ზარალი და ტანჯვა, ანდა მუქარას, რომელიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ აქტებს, იძულება ან თავისუფლების თვითნებური შეზღუდვა საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. 1993 წელს გაერომ მიიღო სპეციალური დეკლარაცია ,,ქალის წინააღმდეგ ყოველგვარი ძალადობის აღმოფხვრის შესახებ”; 1994 წელს გაერომ დანიშნა სპეციალური მომხსენებელი ქალის წინააღმდეგ ძალადობის ფაქტებზე (ფაქტების შეგროვება და ინფორმაციის დამუშავება);
    Source: ყიფშიძე ლალი. ძალადობა ოჯახში და ქალთა სოციალური პრობლემები // ალმანახი №7 [ადამიანის უფლებათა დაცვის სამართალი], – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, – 1998
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9