1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ქა ქე ქვ ქთ ქი ქლ ქმ ქო ქრ ქს ქუ ქც
ქალ ქამ ქან ქარ ქაშ

ქალის მიმართ ძალადობის ტიპი

დაბადების წინა პერიოდი - სექს-სელექტიური აბორტი; ბავშვის დაბადებაზე ორსულობის პერიოდში ცემის შედეგები ადრეული ასაკი - მდედრობითი სქესის ბავშვების მოკვლა, ფიზიკური, სექსუალური და ფსიქოლოგიური ძალადობა; ბავშვობა - ბავშვების ქორწინება; ქალის გენიტალიის დაზიანება, ფიზიკური, სექსუალური და ფსიქოლოგიური ძალადობა, ინცესტი; ბავშვთა პროსტიტუცია და პორნოგრაფია მოზრდილობა და ზრდასრულობის პერიოდი - ძალადობა პაემანზე (მაგ. მჟავას შესხმა და პაემანის დროს გაუპატიურება), სექსი ეკონომიკური წნეხის ქვეშ (მაგ. სკოლის მოსწავლე გოგონების სექსი „მაგარ ბიძებთან“ სწავლის საფასურის გადახდის სანაცვლოდ); ინცესტი, სექსუალური ძალადობა სამსახურში; გაუპატიურება; სექსუალური ძალადობა; ძალდატანებითი პროსტიტუცია და პორნოგრაფია; ტრეფიკინგი ქალებით; პარტნიორული ძალადობა; ცოლ-ქმრული გაუპატიურება; მზითვთან დაკავშირებული ძალადობა და მკვლელობა; პარტნიორული მკვლელობა; ფსიქოლოგიური ძალადობა; ინვალიდი ქალების მიმართ სასტიკი მოპყრობა; ძალდატანებითი ორსულობა მოხუცებულობა - ქვრივების ძალდატანებითი სუიციდი ან მკვლელობა ეკონომიკური მიზეზების გამო, სექსუალური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. მსოფლიოში სქესთა შორის თანასწორობის დამყარების მიზნით 1979 წელს გაერომ მიიღო კონვენცია ქალების მიმართ დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრის შესახებ, როგორც სპეციალური დოკუმენტი, რომელიც იცავს ქალთა უფლებებს.
Source: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9