1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ქა ქე ქვ ქთ ქი ქლ ქმ ქო ქრ ქს ქუ ქც
ქმდ ქმე

ქმედუნარიანობა

  1. პირის უნარი თვისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები (ყიდვა-გაყიდვა და ა. შ.)
    Source: გიორგაძე გრიგოლ, მიქანაძე ავთანდილ ეს ყველამ უნდა იცოდეს : ჯიბის წიგნი პაციენტთათვის / გრიგოლ გიორგაძე, ავთანდილ მიქანაძე ; კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი - თბ., 2002,

  2. ქმედუნარიანობა შეგნებული, ნებელობითი მოქმედებით გამოიხატება. ამიტომ, უფლება-უნარიანობისაგან განსხვავებით, იგი ყველა მოქალაქეს შეიძლება არ გააჩნდეს. ქმედუნარიანად ითვლებიან მხოლოდ ის პირები, რომელთაც თავისი ასაკობრივი და გონებრივი მდგომარეობის გამო, შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ საკუთარი მოქმედების მნიშვნელობა და შედეგები. ქმედუნარიანობა სრული მოცულობით 18 წლის ასაკიდან წარმოიშობა. ქმედუნარიანად ითვლება აგრეთვე ქალი ან მამაკაცი, რომელმაც 18 წლის ასაკის მიღწევამდე იქორწინა. ამდენად, კანონმდებელი ქორწინებას მიიჩნევს ისეთი მნიშვნელობის ქმედებად, რომელსაც ძალუძს წარმოშვას ქმედუნარიანობა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, დააჩქაროს პირის ქმედუნარიანად აღიარება და ეს პირი შეიძლება იყოს როგორც მამაკაცი, ისე ქალი.
    Source: გულიაშვილი ელზა. ქალი, როგორც სრულუფლებიანი სუბიექტი (სამოქალაქო და შრომის კანონთა კოდექსის მიხედვით) ალმანახი // ალმანახი №7 [ადამიანის უფლებათა დაცვის სამართალი], – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, – 1998
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9