1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ქა ქე ქვ ქთ ქი ქლ ქმ ქო ქრ ქს ქუ ქც
ქომ ქონ ქორ ქოუ

ქონება

  1. სამოქალაქო სამართალში ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობა, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომლის შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს.
    Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
  2. ქონება არის რაიმე, რისი ფლობის უფლებაც კანონის საფუძველზე გაქვთ, იგი თქვენ გეკუთვნით. თქვენ ის იყიდეთ, მემკვიდრეობით მიიღეთ, ვიღაცამ გადმოგცათ. პოლიციის თანამშრომელთა მოვალეობაა, დაიცვან ყველა ადამიანის უფლება, მშვიდობიანი გზით ფლობდეს საკუთარ ქონებას. მაგალითად შეიძლება მოვიტანოთ პოლიციის მიერ გატარებული ღონისძიება ადამიანის საცხოვრებლის დასაცავად, როდესაც ამ საცხოვრებელს მეზობლები დაეპატრონენ, და მოპარული ქონების პატრონისათვის დაბრუნება.
    Source: ტეილორი მარკ ადამიანის უფლებები პოლიციის მოღვაწეობაში, სტრასბურგი, 2002 წლის მარტი : საინფ. ხასიათის ბროშურა - [თბ., 2004]
  3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 147-ე მუხლის თანახმად: „ქონება… არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს“. როგორც მოცემული მუხლიდან ირკვევა, ქართული სამოქალაქო კოდექსი ქონებად აღიარებს როგორც ნივთებს, ასევე არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებსაც. რომის სამართლიდან პირველი სხეულებრივი ნივთების (res corporales) სახელწოდებითაა ცნობილი, მეორე კი - უსხეულო ნივთების (in-corporales) სახელით. ყველა შემთხვევაში, როგორიც არ უნდა იყოს ნივთი, იგი ქონებად იქცევა იმ უფლება-მოვალეობათა წყალობით, რომელიც ამ ნივთთანაა დაკავშირებული. შეიძლება ითქვას, რომ ქონება უფლება-მოვალეობათა ერთობლიობაცაა. მაშასადამე, ქონების ყველაზე გავრცელებული სახე არის ნივთი. ფილოსოფიური გაგებით იგი გულისხმობს ნებისმიერ საგანს, რასაც შევიგრძნობთ. სამართლებრივი გაგებით კი ნივთის ცნება უფრო ფართოა. სამოქალაქო სამართლის მიხედვით, „ნივთი არის ბუნების ან ადამიანის მიერ შექმნილი მატერიალური სამყაროს ისეთი ფასეულობა, რომელიც აკმაყოფილებს ადამიანის რაიმე მოთხოვნილებას და რომლის გამოყენებაც მას შეუძლია“.
    Source: ინტელექტუალი №5, - [სარედაქციო კოლეგია: თამაზ გამყრელიძე, არჩილ მოწონელიძე, არჩილ ფრანგიშვილი, ქეთი ქოქრაშვილი, გელა ყიფიანი, სერგო თოფურია, ნუგზარ წერეთელი, ვანო ჭიაურელი, კარლო ღურწკაია, თემურ ჯაგოდნიშვილი, გოგი ფანცუალაია, ვაჟა პაპასკირი, თენგიზ წივწივაძე, რეზო კლდიაშვილი, ლევან კლიმიაშვილი, ლალი ღოღელიანი, ნუგზარ სიხარულიძე], - © საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოებრივი აკადემია. - თბილისი 2007. - ISSN 1512-2530
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9