1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ქა ქე ქვ ქთ ქი ქლ ქმ ქო ქრ ქს ქუ ქც
ქომ ქონ ქორ ქოუ

ქორწინება

  1. ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფილობას. ეს კონსტიტუციური პრინციპი აღიარებს ოჯახს, როგორც საზოგადოების ძირითად უჯრედს, რომლის სიმტკიცეზე დამოკიდებულია არა მარტო ოჯახის წევრთა კეთილდღეობა, არამედ საზოგადოების წარმატებული განვითარება. ოჯახის შექმნის მიზნით ქორწინებისას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მეუღლეთა თანასწორობას, რაც გულისხმობს მათ თანასწორობას როგორც უფლებრივ, ასევე სოციალური მდგომარეობისა და სახოგადოებრივი კუთვნილების მხრივ. სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას და მიიჩნევს, რომ ქორწინება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ მეუღლეთა თავისუფალ ნებას შექმნან ოჯახი. კანონით დაუშვებელია ამ მხრივ რაიმე იძულების განხორციელება. იგი ქორწინების ბათილობის საფუძველია. დედათა და ბავშვთა უფლებები აღიარებულია და დაცულია საქართველოს კანონმდებლობით. ქორწინების ცნება რამდენიმე პირობას მოიცავს. სამოქალაქო კოდექსით ქორწინება წარმოადგენს ქალისა და მამაკაცის ისეთ ნებაყოფილობით კავშირს, რომლის პირდაპირი მიზანია ოჯახის შექმნა.
    Source: ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო და ეროვნული მექანიზმები,-[კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი] - თბ., -2005,

  2. ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი და რეგისტრირებული კავშირი. დაქორწინებისათვის აუცილებელია საქორწინო ასაკი და დასაქორწინებელ პირთა თანხმობა.
    Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.,

  3. განსაზღვრებით, რომელიც რომაელ იურისტს მოდესტინფსს (IIIს.) ეკუთვნის: „ქორწინება წარმოადგენს მამაკაცისა და ქალის კავშირს, მათი ცხოვრების ერთობას, მათ თანამონაწილეობას ღვთაებრივ კაცობრივ სამართალში“ ქრისტიანულმა ეკლესიამ ქორწინების განმარტება რომაული კანონებიდან ისესხა და მას წმინდა წერილზე დაყრდნობით, ქრისტიანული გააზრება მისცა. ბუნებრივია, დადგინდა კიდეც ის აუცილებელი წესები რომელთა აღსრულების შემთხვევაშიც ქორწინება ქმედითუნარიანად ითვლებოდა. ასევე დაწესდა გარკვეული აკრძალვებიც. ქორწინების ამკრძალავი გარემოებები შეიძლება ყოფილიყო აფსოლუტური და პირობითი. აბსოლუტური აკრძალვაა: როცა პიროვნებას ეკრძალება ქორწინება სხვა ნებისმიერ ადამიანთან. პირობითი აკრძალვა კი კრძალავს ორი კონკრეტული პიროვნების ქორწინებას.
    Source: ტარყაშვილი ნინო, ქრისტიანული (მართლმადიდებლური) ქორწინების დაბრკოლებები გარემოებები და განქორწინებულთა უფლება-მოვალეობები დეკანოზ ციპინის წიგნის „საეკლესიო სამართლის“ მიხედვით [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში],– ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი, –თბ.,– 2002,

  4. ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომლის აუცილებელ პირობას მოქალაქეთა მდგომარეობის რეგისტრაციის სახელმწიფო ორგანოში რეგისტრაცია წარმოადგენს. სამოქალაქო კანონმდებლობით, ქორწინებისას მეუღლეები იძენენ სრულიად ახალ უფლებებს. ეს უფლებებია პირადი უფლებები, რომლებიც წარმოადგენენ გვარის არჩევის; საოჯახო საკითხების ერთობლივად გადაწყვეტის; საქმიანობის არჩევის და საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლებები.
    Source: გულიაშვილი ელზა. ქალი, როგორც სრულუფლებიანი სუბიექტი (სამოქალაქო და შრომის კანონთა კოდექსის მიხედვით) ალმანახი // ალმანახი №7 [ადამიანის უფლებათა დაცვის სამართალი], – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, – 1998
  5. კანონით ან ჩვეულებით ნებადართული კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის, რომელიც აწესრიგებს მათ ურთიერთობას, შვილებისადმი დამოკიდებულებას და განსაზღვრავს თითოეული მათგანის ადგილს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
    Source: ქალი და კაცი საქართველოში: სტატ. პუბლიკაცია/საქ. ეკონ. განვით. სამ. სტატ. დეპარტამენტი - თბ., 2005
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9