1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ქა ქე ქვ ქთ ქი ქლ ქმ ქო ქრ ქს ქუ ქც
ქრი ქრო

ქრონიკული ალკოჰოლიკი

ფსიქიკური ჯანმრთელობის, საჯარო ჯანმრთელობის სამსახურის აშშ-ს ეროვნული ინსტიტუტის განმარტებით, ქრონიკული ალკოჰოლიკი არის პირი, რომელსაც სმისთვის თავის დანებება არ ძალუძს და რომლის ცხოვრების წესზეც სმა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. გადაჭარბებული და უკონტროლო სმა ქმნის ალკოჰოლზე დამოკიდებულებას, რაც ფსიქიკური და აზრობრივი ფუნქციების შესამჩნევ მოშლას იწვევს. ქრონიკული ალკოჰოლიზმი უნდა განვასხვავოთ გადაჭარბებული სმისაგან, რაც ნებსით ქმედებად რჩება და სამართლებრივი დაცვის საშუალებას არ წარმოადგენს. ქრონიკული ალკოჰოლიზმი, ეს არის მუდმივი მდგომარეობა, როდესაც პირი ინტოქსიკაციის გარკვეული ხარისხის ან მისი გარკვეული შედეგის ქვეშ იმყოფება. ამრიგად, ეს დაავადებაა. სამედიცინო, ფსიქოლოგიურ, ფსიქიატრიულ გამოკვლევებზე დაყრდნობით, იურიდიული მეცნიერება ასკვნის, რომ ქრონიკულ ალკოჰოლიკს ნორმალური ქმედება და ადექვატური რეაგირება აღარ ძალუძს და, ვინაიდან მას არ შეუძლია არ დალიოს, აღნიშნული მდგომარეობა მის კონტროლს გარეშეა. თუ ვაღიარებთ, რომ ეს მდგომარეობა დაავადებაა, კანონით, ასეთ პირებს მკურნალობა უნდა დაენიშნოთ. უპრეცედენტო შემთხვევაში, კოლუმბიის ოლქის სააპელაციო სასამართლომ 1966 წელს დაადგინა, რომ ქრონიკული ალკოჰოლიზმი თუნდაც ნებით გამოწვეული, სამართლებრივი დაცვის საშუალებაა, თუმცა, 1968 წელს უზენაესმა სასამართლომ ეს თეორია უარჰყო. (ამერიკულ სისხლის სამართალი)
Source: მჭედლიძე ნანა. ინტოქსიკაცია – სამართლებრივი დაცვის საშუალება ამერიკული სისხლის სამართლის მიხედვით // ალმანახი №8, [სისხლის სამართალი],-საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9