1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ქა ქე ქვ ქთ ქი ქლ ქმ ქო ქრ ქს ქუ ქც
ქსე

ქსენოფობია

  1. ქსენოფობია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „შიშს უცხოელის მიმართ“. ეს არის შფოთვა, რომელიც ყოველივე უცხოს მიმართ ნეგატიური სტერეოტიპული დამოკიდებულებებითა და წინასწარგანსჯებითხასიათდება. ეს შიში განსხვავებული ადამიანების მიუღებლობასა და მათ მიმართ მტრულ დამოკიდებულებაში გამოიხატება.
    Source: ბებერაშვილი ზურაბ გზა უფლებებისაკენ : [სახელმძღვ. ზოგადსაგანმ. სკოლის მე-8 კლ.] / ავტ.: ზურაბ ბებერაშვილი, ნინო ბესელია, ნინო მახაშვილი და სხვ. ; [რედ.: მარიამ მიქაშავიძე ; მხატვ.: ბუბა ოჩიაური] - თბ., 2002
  2. ოქსფორდის ინგლისური ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით ქსენოფობია არის „პათოლოგიური შიში უცხოელების ან უცხო კულტურის მიმართ“. სხვა სიტყვებით ეს უცხოელების ზიზღს ნიშნავს. ქსენოფობია არის სოციალურად კონსტრუირებულ სახეებზე ან იდეებზე და არა რაციონალურ ან ობიექტურ ფაქტებზე დაფუძნებული გრძნობა ან აღქმა. სამყაროს ქსენოფობიურ აღქმას რთული სოციალური და კულტურული ფენომენი დაჰყავს გამარტივებულ კარგ და ცუდ სცენარამდე. „ჩვენ“ (ადგილობრივები) = მოდელს, ნორმალურს და კარგს, ეტალონს თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს, გრძნობდეს, ფოქრობდეს ყველა. ამის საწინააღმდეგოდ „ისინი“ (უცხოები) = კანონის დამრღვევებს, საფრთხეს, დაბრკოლებას, მაწანწალას, მოძალადეებს, მძარცველებს, დამპყრობებს და ა.შ. „ჩვენ“ (ადგილობრივები) კარგები ვართ „მათ“ (სხვების) წინააღმდეგ, რომლებიც ცუდები არიან. ნათელია, რომ ჩვენ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს მიერ სხვების და საკუთარი თავის აღქმას როგორიცაა „ჩვენ“ = დადებითს და „ისინი“ = უარყოფითს. ჩვენი, როგორც ინდივიდების და ჯგუფის წევრების, ეთნიკური ჯგუფის, ერის და ა.შ. თვითმყოფადობის შექმნა გულისხმობს საზოგადოების მრავალფეროვნების და ერთი პიროვნების მეორისაგან განსხვავების გააზრებას, რაც თავისთავად არ არის უარყოფითი მოვლენა, რადგანაც მრავალფეროვნება არ აღიქმება საფრთხედ და ამ განსხვავებების აღიარება არ გამოიყენება პოლიტიკური მანიპულაციისთვის. სხვა პიროვნება პირველ რიგიში აღქმული უნდა იქნას როგორც ძმა ან და, მეგობარი და არა უცხო, მტერი ან მეტოქე. უნდა აღინიშონოს, რომ მაშინ როდესაც აღმოსავლეთ ევროპაში ქსენოფობიის ძირითადი ობიექტი არის უმცირესობათა ჯგუფების წევრები, დასავლეთის ბევრ ქვეყანაში ობიექტი არის იმიგრანტები და ლტოლვილები, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპიდან ჩამოსულები. მაშინაც კი თუ უცხოელების შიში − ქსენოფობია − განიხილება მორალურად მიუღებლად და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების კულტურას ის არ არის უკანონო და ამდენად არ შეიძლება მისი კანონით დასჯა როგორც ასეთი. შესაბამისად, ჯერ-ჯერობით მხოლოდ ქსენოფობიის მანიფესტაცია ექვემდებარება სანქციებს (რომელიც გამომდინარეობს ქსენოფობიური აღქმიდან და შესაძლოა მიიღოს მიკერძოებული დამოკიდებულების ან ფიზიკური ძალადობის ფორმები, როგორიცაა რასისტული თავდასხმების აქტები, სამსახურებრივი დისკრიმინაცია, სიტყვიერი შეურაცყოფა, ეთნიკური წმენდა, გენოციდი, და ა.შ.) თუკი არსებობს კანონი, რომელიც ამ აქციებს დანაშაულის კვალიფიკაციას ანიჭებს
    Source: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004
  3. უცხოს ზიზღი.
    Source: სანიკიძე, გიორგი, კიღურაძე, ნინო. თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები: მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია: [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა]; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ. : მერიდიანი, 2001
  4. უცხოელთა შიში ან სიძულვილი; პათოლოგიური ეთნოცენტრიზმი.
    Source: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9