1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ღა ღვ ღი ღმ ღო ღრ ღუ
ღმე

ღმერთი

  1. თეოლოგიური განმარტების თანახმად, ღმერთი არის უზენაესი სახელი, აღმატებულთა შორის უაღმატებულესი სიტყვა და ცნება, რომელსაც უკავშირდება ადამის ტომის ნათელი და წმიდა სასოება. იგი ,,ყოველთა არსთა მაარსებელი“, მფარველი და პატრონია. მისი მეშვეობით პოულობს ქვეყანა ახსნას და გამართლებას, ყოფიერება - საზრისს. იგი გვეგულვის შემოქმედად, ხილული და არახილული სამყაროს მწედ, სანუკვარ მიზნად და იდეალად.
    Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002,

  2. განმარტებას იძლევა ბ. სპინოზა, მას იშვიათად აქცევენ ყურადღებას, რადგან ის შენარჩუნდა არა დიდი ჰოლანდიელის თხზულებათა კორპუსში, არამედ უცნობი და ჩვენამდე მიუღწეველი წერილის ნაწყვეტიდან რომელიც ციტატად მოჰყავს ვოლტერს: რაც შეეხება ღვთის სიყვარულს... ეს იდეა... მაძლევს საშუალებას გავიგო, რომ ღმერთი ღრმად შინაგანია ჩემი არსებისათვის და ისიც, რომ ღმერთი მაძლევს ჩემს არსებობასა და ყველა თვისებას. მაგრამ მაძლევს ყოველივე ამას გულუხვად, შიშისა და სიყვარულის გარეშე და არც იმას ცდილობს, რომ დამამორჩილოს რაიმეს, ჩემი საკუთარი ბუნების გარდა. ეს იდეა დევნის სიმხდალეს, შფოთვას, ურწმუნობას, მდაბიო ან ანგარებიანი სიყვარულის ყველა შეცოდებას. ეს იდეა მაგრძნობინებს, რომ ესაა სიკეთე, რომელიც არ უნდა დავკარგო და რომელსაც მით უფრო ვფლობ, რაც უფრო შევიმეცნებ და მიყვარს.
    Source: რელიგია, საზოგადოება და სახელმწიფო : წაკითხულ ლექციათა მასალები / ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხ. კავკასიის რეგიონ. ბიურო ; [რედ.: ლევან აბაშიძე] - თბ. : ბიბლიურ-თეოლოგიური ინ-ტის გამ-ბა, 2005 [2006]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9