1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
ანა ანბ ანგ ანდ ანთ ანი ანკ ანო ანრ ანტ ანუ

ანტიგლობალიზაციური მოძრაობა

გლობალიზაციის უარყოფითი შედეგებით შეშფოთებული სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი სექტორები აწყობენ მსოფლიო მოძრაობას რათა დაამკვიდრონ როგორც თავად უწოდებენ გლობალიზაციის ჰუმანიზაცია. ეს საერთაშორისო მოძრაობის საზოგადოება, რომელსაც „ანტი-გლობალიზაციურ” მოძრაობას ეძახიან აერთიანებს პროფკავშირებს, გარემოს დამცავ არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკოსებს, ადამიანის უფლებებათა აქტივისტებს, მეცნიერებს, ქალთა ორგანიზაციებს და ა.შ. მოკლედ ორგანიზაციების და ინდივიდების დიდ სპექტრს, რომლებიც დაინტერესებული არიან უფრო ობიექტური მსოფლიოს აშენებით, რომელიც მათი მტკიცებით არ შეიძლება არსებობდეს როდესაც ნეო-ლიბერალიზმი, დერეგულაცია და პრივატიზაცია არის ეკონომიკური გლობალიზაციის ძირითადი მამოძრავებელი. ისინი მოუწოდებენ უფრო ადამიანური გლობალიზაციისაკენ. ზოგიერთმა ამ ჯგუფმა არჩია მათი უთანხმოების დემონსტრირება დიდ საპროტესო აქციებში მონაწილეობის საშუალებით დიდი შვიდეული +1 ის და სხვა ორგანიზაციების მიერ მოწყობილი შეხვედრების დროს, რომლებიც მხარს უჭერდნენ ამ ფენომენს. სამწუხაროდ, ყველაზე აშკარა მხარე ასეთი მოვლენების დროს იყო აგრესიული ინციდენტები, რომლებმაც გამოიწვია დიდი მატერიალური ზარალი. ეს მოძრაობა თანდათან უფრო ორგანიზებული ხდება. დავოსში, შვეიცარიაში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „პარალელურად” მსოფლიო სოციალური ფორუმი შეიკრიბა პორტო ალეგრეში, ბრაზილიაში და ათასობით სამოქალაქო საზოგადოების დელეგატს მისცა საშუალება გაეანალიზებინათ გლობალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები და მათი შედეგები და შეესწავლათ ალტერნატივები. ლოზუნგით „სხვანაირი მსოფლიო შესაძლებელია” უამრავი მნიშვნელოვანი პრობლემიდან, რომელთა გარშემო მიმდინარეობდა მსჯელობა იყო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის რეფორმირების პროცესის, ადამიანის უფლებების დაცვის (განსაკუთრებით ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური უფლებების) და მესამე მსოფლიოს ვალებისგან გათავისუფლების საკითხები.
Source: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9