1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
ანა ანბ ანგ ანდ ანთ ანი ანკ ანო ანრ ანტ ანუ

ანტირასისტული განათლება

ათვლის წერტილად იღებს თეზისს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ მრავალკულტურულ და დემოკრატიულ საზოგადოებაში, სადაც ყოველ მოქალაქეს თანასწორობისა და სამართლიანობის უფლება აქვს მინიჭებული. თუმცა, იგი აცნობიერებს რასიზმისა და რასობრივი დამოკიდებულებების რეალურად არსებობას თანამედროვე საზოგადოებაში და იმ გავლენას, რომლის მოხდენაც მას შეუძლია შავკანიან მოსწავლეებზე - როგორც მათთვის საგანმანათლებლო პროცესში ნეგატიური გამოცდილების მიღების, ასევე მათთვის მომავალ ცხოვრებაში შანსების შემცირების თვალსაზრისით. ანტირასისტული განათლება ცდილობს აღმოფხვრას რასიზმი, რასისიტული გამოთქმები და პრაქტიკა, როგორც ინდივიდუალურ, ასევე ინსტიტუციონალურ დონეზე და თანამედროვე საზოგადოებაში ანტირასისტული განათლება მიზნად ისახავს მრავალრასობრივი და ურთიერთდამოკიდებული საზოგადოებების შექმნას, სადაც ყველა მოქალაქის უფლება გათვალისწინებული და დაცულია.
Source: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9