1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
ანა ანბ ანგ ანდ ანთ ანი ანკ ანრ ანტ ანუ

ანტისემიტიზმი

  1. შეიძლება განისაზღვროს როგორც „ებრაელების მიმართ მტრობა როგორც რელიგიური ან უმცირესობათა ჯგუფის მიმართ, რომელსაც ხშირად თან ახლავს სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური დისკრიმინაცია” და ეს დღემდე ფართოდ არის გავრცელებული ევროპულ ქვეყნებში. ანტისემიტებმა მოიგონეს ისტორიები ებრაული კონსპირაციის შესახებ, რამაც გაამწვავა ანტისემიტური დამოკიდებულებები არაებრაელ ხალხში მათ წინააღმდეგ, რომელთაგან ყველაზე ცნობილი არის „სიონის ბრძენთა პროტოკოლი” (ფიქტიური შეურაცმყოფელი დოკუმენტი, რომელიც ახდენს ძალადობას პროვოცირებას ებრაელების წინააღმდეგ და რომელიც კვლავ ცირკულირებს ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში). მე-19 საუკუნის ბოლოს რუსეთში არსებული ებრაული საზოგადოება რეგულარულად ხდებოდა პოგრომების (რუსული სიტყვა, რომელიც განადგურებას ნიშნავს) მსხვერპლი, რომელიც იყო ადგილობრივი მოსახლეობის ორგანიზებული სისტემატური დისკრიმინაციული ძალადობრივი აქტები ებრაული საზოგადოების წინააღმდეგ, ხშირად პოლიციის პასიური თანხმობით ან აქტიური მონაწილეობით, წახალისებული მთავრობის ანტისემიტური პოლიტიკის მიერ. ებრაული საზოგადოებაზე თავდასხმები ასევე გავრცელებული იყო სხვა ევროპულ ქვეყნებში მაგ. საფრანგეთისა და ავსტრიის ჩათვლით. 20-ე საუკუნის პირველ ნაწილში ფაშიზმის აღმავლობამ უფრო მეტი უბედურება მოიტანა ბევრი ებრაელისათვის ევროპაში, რადგანაც ანტი-სემიტიზმი ძალაუფლებაში მყოფი იდეოლოგიის ნაწილი გახდა. ფაშისტური რეჟიმები და პარტიები ასევე პირდაპირ ან არაპირდაპირ თანამშრომლობდნენ გერმანიის ფაშისტურ რეჟიმთან ჰოლოკოსტის დროს. II მსოფლიო ომის დროს გერმანიის ფაშისტური რეჟიმის და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული ჰოლოკოსტის დროს რომელიც ასევე ცნობილი იყო როგორც შოა (ებრაული სიტყვა, რომელიც „განადგურებას“ ნიშნავს), დაახლოებით 6 მილიონი ებრაელი მიზანმიმართულად იყო განადგურებული იმ ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ისინი ებრაელები იყვნენ. ჰოლოკოსტი იყო რასისტული და ანტისემიტური პოლიტიკის კულმინაცია, რომელიც დამახასიათებელი იყო ჰიტლერის მთავრობისათვის რომლის შეუბრალებლობაც პირველად გამოვლინდა ე.წ. „ბროლის ღამის“ დროს, 1938 წ-ის 9 ნოემბერს, როდესაც მთელი გერმანია მასობრივმა რეპრესიებმა მოიცვა. ბოლშევიკური რევოლუციის წარმატების შემდეგ საბჭოთა კავშირში ებრაელთა რეპრესიები შეწყდა, მაგრამ ანტისემიტიზმი სხვა ფორმით გაგრძელდა, ძალით გადასახლების, ქონების კონფისკაციის და საჯარო გასამართლების ჩათვლით. კომუნისტური რეჟიმის დროს ანტისემიტიზმი ხშირად იყო წარმოდგენილი ოფიცაილური ანტისიონისტური პოლიტიკის საბურველით. დღეისათვის ანტი-სემიტიზმი ისევე ცოცხალია როგორც ყოველთვის, თუმცა ხშირად ფარულ ფორმებს იძენს. ჯგუფები, რომლებიც აცხადებენ პრეტენზიას აღმატებულობაზე შეურაცყოფენ ებრაულ სასაფლაოებს, ნეო-ფაშისტური ჯგუფების ქსელები, რომლებიც ხშირად მოიცავენ ახალგაზრდულ ჯგუფებს ღიად აცხადებენ თავიანთი ანტისემიტური შეხედულებების შესახებ და არსებობს ბევრი ინტერნეტ ვებგვერდები და ლიტერატურა, რომელიც ცირკულირებს და ადიდებს ფაშისტურ პროპაგანდას.
    Source: ბრანდერი პატრიცია. კომპასი: სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ.; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004
  2. ებრაელების, როგორც რელიგიური ან ეთნიკური უმცირესობის, მიმართ მტრული დამოკიდებულება, სათავეს შუა საუკუნეებიდან იღებს, როცა ებრაელები ქრისტიანულ ევროპაში მცხოვრებ ერთადერთ არაქრისტიანულ უმცირესობას წარმოადგენდნენ. როგორც წესი, მათთვისაკრძალული იყო ზოგიერთი კომერციული საქმიანობა და პროფესიები, მათ აიძულებდნენ, გეტოებში ეცხოვრათ, ქრისტიანებისგან განცალკევებით, აჯარიმებდნენ დიდი გადასახადებით, ართმევდნენ ქონებას და ქვეყნიდანაც კი აძევებდნენ ან კლავდნენ. ებრაელები საუკუნეების მანძილზე იბრძოდნენ უსამართლობისა და ქრისტიანულ საზოგადოებათა უარყოფითი დამოკიდებულების წინააღმდეგ.
    Source: ფლაუერსი, ნენსი. კომპასიტო: სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ბავშვებისათვის/ რედ. და თანაავტ. ნენსი ფლაუერსი; სახელმძღვ. მომზადებაში მონაწილეობდნენ: მარია ემილია ბრედეროდე-სანტოსი [და სხვ.]; საბოლოო რედ. ჟუჟანა სელენი; ილ. დაიანა ნეგი; [მთარმგნ.: თამარ მიქაძე, ანა გეგეჭკორი; რედ. დავით გელაშვილი] - [თბ., 2009]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9