1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

შა შე შვ შთ ში შლ შნ შო შრ შტ შუ
შებ შეგ შედ შეე შეზ შეთ შეი შეკ შელ შემ შენ შერ შეს შეტ შეუ შეფ შეღ შეშ შეც შეწ შეხ

შეწყალება

  1. საქართველოს პრეზიდენტის ინდივიდუალური აქტი. რომელიც ხორციელედება, განსაზღვრულ პირთა მიმართ. შეწყალების აქტით მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს როგორც სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ასევე შეუმცირდეს ან შეეცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით.
    Source: შეწყალების გამოყენების წესი და თავისებურებანი / (მოამზადა თეა გადრანმა). ეჭვმიტანილის და ბრალდებულის ძირითადი უფლებები სისხლის სამართლის საქმეთა წარმოების დროს / (მოამზადა არჩილ ჩოფიკაშვილმა) ; ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" - [თბ.], 2005,

  2. შეწყალებას ხშირად “კერძო ამნისტიას” უწოდებენ, რომელიც გამოიყენება იმ პირთა მიმართ, რომლებიც თავს ცნობენ დამნაშავედ, ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს და პირადად ითხოვენ შეწყალებას. მსჯავრდებულისადმი შეწყალების გამოყენების საკითხის დასმის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მსჯავრდებულის მიერ თავის დამნაშავედ ცნობა, ჩადენილი დანაშაულის მონანიება და შეწყალების პირადი თხოვნა. თუ მსჯავრდებული პირადად არ ითხოვს შეწყალებას, მაშინ, მიუხედავად მისი ოჯახის წევრების, პარლამენტარების, საზოგადოების გამოჩენილი მოღვაწეების, ორგანიზაციების მიერ აღძრული შუამდგომლობებისა, შეწყალების საკითხთა განყოფილებას არა აქვს საქმის მომზადებისა და კომისიაზე განსახილველად წარდგენის საფუძველი. მსჯავრდებულის შეწყალების თხოვნის განხილვისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი დანაშაულის საშიშროების ხასიათი და ხარისხი, ადრინდელი ნასამართლეობა, სასჯელის მოხდის ვადა, სასჯელის მოხდის ადგილებში მისი ქცევა, ოჯახური პირობები და სხვა. შეწყალება გამოიყენება ინდივიდუალურად განსაზღვრულ პირთა მიმართ, რაც ნიშნავს იმას, რომ ჰუმანური აქტის გამოყენებამდე გულდასმით შეისწავლება ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი, რის შესახებაც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ.
    Source: ნანობაშვილი ზაზა. ამნისტიისა და შეწყალების სამართლებრივი ბუნება // ალმანახი №13, [სისხლის სამართალის კრიმინოლოგიის პრობლემები],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2000. ,

  3. მსჯავრდებულის გათავისუფლება სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ანდა მისთვის დანიშნული სასჯელის შემცირება ან შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით. საქართველოში შეწყალებას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი ინდივიდუალურად განსაზღვრული პირის მიმართ. შეწყალების აქტით სასჯელმოხდილს შეიძლება მოეხსნას ნასამართლობაც.
    Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9