1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

შა შე შვ შთ ში შლ შნ შო შრ შტ შუ
შიგ შიდ შივ შიი შინ შიო

შინაპატიმრობა

გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომლის სრული იზოლაციაც აუცილებელი არ არის, კერძოდ, პირველი ან მეორე ჯგუფის ინვალიდის, მძიმე ქრონიკული ან ინფექციური სნეულებით დაავადებული პირის, 12 კვირაზე მეტი ხნის ორსული ქალის მიმართ, აგრეთვე ბრალდებულის მძიმე ოჯახური მდგომარეობის დროს. ამასთან, მხედველობაში მიიღება ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ბრალდებულის ნასამართლობა და სხვა გარემოებები. სასამართლო ბრძანებაში, განჩინებაში ან დადგენილებაში აღკვეთის ღონისძიებად შინაპატიმრობის შერჩევის შესახებ უნდა აღინიშნოს, თუ კონკრეტულად რა უფლებები ეზღუდება დაპატიმრებულს. სასამართლო ბრძანების შესაბამისად, მას შეიძლება აეკრძალოს გარკვეულ პირებთან ურთიერთობა, სატელეფონო საუბრები, კორესპონდენციის გაგზავნა და მიღება, სახლიდან გასვლა. დაპატიმრებულის საცხოვრებელ ადგილს შეიძლება მიეჩინოს პოლიციის დაცვა. მის ქცევაზე შეიძლება დაწესდეს პოლიციის ზედამხედველობა. პოლიციის მუშაკები ვალდებულნი არიან ბრალდებულის მიერ ამ მოთხოვნათა დარღვევის შესახებ შეადგინონ ოქმი და დაუყოვნებლივ გადასცენ იმ ორგანოს ან თანამდებობის პირს, რომლის წარმოებაშიცაა სისხლის სამართლის საქმე უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხის გადასაწყვეტად. ბრალდებულს ევალება არ დაემალოს გამოძიებას და სასამართლოს, გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის და სასამართლოს გამოძახებით. შინაპატიმრობა ბრალდებულს შეიძლება დაუწესდეს არაუმეტეს 4 თვის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ აღკვეთის ღონისძიება უნდა შეიცვალოს ან გაუქმდეს.
Source: გზამკვლევი. ALPE, – თბ., 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9