სასამართლო შემოწმების შუალედური დონე. იმისათვის, რომ კანონმა წარმატებით დაძლიოს შუალედური შემოწმება იგი დაკავშირებული უნდა იყოს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინტერესთან. შუალედურ შემოწმებას დაექვემდებარება კანონი, რომელიც დიფერენცირებას ახდენს სქესის ნიადაგზე, მაგალითად კანონი, რომლის მიხედვითაც ქალებს ეკრძალებათ გარკვეული სამოსის ტარება. ამგვარი კანონი არაკონსტიტუციურად იქნება ცნობილი, ვინაიდან იგი არ არის დაკავშირებული ლეგიტიმურ სახელმწიფო ინტერესთან.
Source: ნარინდოშვილი მალხაზ. რელიგიის თავისუფლება / [ავტ.: მალხაზ ნარინდოშვილი, ვანო გოგელია, თათია ჯულაყიძე და სხვ. ; შემდგ.-რედ.: გიორგი მელაძე ; რედ.: ნოდარ ლადარია] ; თავისუფლების ინ-ტი - თბ., 2004