1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ტა ტე ტვ ტი ტკ ტლ ტო ტრ ტუ
ტაბ ტაი ტალ ტამ ტან ტარ ტას ტაქ ტაც

ტაქსონომია

აღნიშნავს იმგვარ კლასიფიკაციას, რომელიც ობიექტს ახასიათებს მარტივი კატეგორიიდან რთულისაკენ. პედაგოგიური მიზნების ამგვარი სქემის შექმნა პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში დაისახეს. მეორე მსოფლიოს ომის დამთავრების შემდეგ, პედაგოგთა ჯგუფმა, ცნობილი მეცნიერის ბენჟამენ ბლუმის ხელმძღვანელობით, ჩაატარა მრავალწლიანი კვლევა იმისთვის, რომ შეემუშავებინა პედაგოგიური მიზნების დასახვის საერთო საშუალებები და წესები. 1956 წელს გამოქვეყნდა ,,ტაქსონომიის“ პირველი ნაწილი. იგი აღწერდა მიზნებს შემეცნებით (კოგნიტურ) სფეროში. ამ სისტემას იყენებენ სწავლების დაგეგმვის დროს და შედეგების შეფასებისას. შემდგომ, სხვა მეცნიერების მიერ, შეიქმნა ,,ტაქსონომიის“ მეორე ნაწილი, რომელიც აფექტურ სფეროს მოიცავდა
Source: ბესელია ნინო, მეიფარიანი თამარ, მიქიაშვილი ლელა, ჯალაღანია ირინე. ინტერაქტიული სწავლება [რეკომენდაციები პედაგოგიური ტრენინგისათვის],-ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო,–თბ.,–2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9