1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ტა ტე ტვ ტი ტკ ტლ ტო ტრ ტუ
ტელ ტემ ტერ ტეს ტექ

ტერიტორიული წყლები (ტერიტორიული ზღვა)

საზღვაო ზოლი, რომელიც აკრავს სახელმწიფოს ნაპირებს და რომელზედაც ვრცელდება ამ სახელმწიფოს სუვერენიტეტი. სახელმწიფო თვითონ განსაზღვრავს თავისი ტერიტორიული წყლების სიგანეს საერთაშორისო სამართლის ჩვეულებით დამკვიდრებული ზოლის ფარგლებში (3-დან 12-მდე საზღვაო მილი), რომელიც აითვლება ზღვის უკიდურესი მიქცევის ხაზიდან. საქართველოს ტერიტორიულ წყლებს მიეკუთვნება შავი ზღვის სანაპირო წყლების ნაწილი, რომლის სიგანეა 12 საზღვაო მილი და აითვლება იმ წერტილების შემაერთებელი სწორი ამოსავალი ხაზებიდან, რომელთა კოორდინატებს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9