1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ტა ტე ტვ ტი ტკ ტლ ტო ტრ ტუ
ტელ ტემ ტერ ტეს ტექ

ტექნიკური სწავლების მეთოდი

XX საუკუნეში მსოფლიო პედაგოგიკა ცდილობდა სასწავლო პროცესის ტექნოლოგიზებას. თავდაპირველად იგი გულისხმობდა სასწავლო პროცესის ტექნიკური საშუალებით ორგანიზებას. ყოველივე ამას ხელი უნდა შეეწყო და გარდაექმნა მასობრივი სწავლების პროცესი. დროთა განმავლობაში აღნიშნული ტერმინის მნიშვნელობა გარდაიქმნა. ამჟამად ტექნიკური სწავლების მეთოდები არ გულისხმობს მხოლოდ სწავლების ტექნიკური საშუალებების, ტელევიზიის, რადიოს, ვიდეოს, კომპიუტერის და სხვ., გამოყენებას სწავლების პროცესში, არამედ იგი მოიცავს სასწავლო პროცესის კონსტრუირებასაც, კერძოდ: - შედეგზე ორიენტირებული კონკრეტული სასწავლო მიზნების დასახვას; - დასახული მიზნების შესაბამისად, სასწავლო მასალების მომზადებასა და ორგანიზებას; - სასწავლო პროცესში მიმდინარე შედეგების შეფასებას; საჭიროების შემთხვევაში, სწავლების პროცესის კორექციას; - საბოლოო შედეგების შეფასებას
Source: ბესელია ნინო, მეიფარიანი თამარ, მიქიაშვილი ლელა, ჯალაღანია ირინე. ინტერაქტიული სწავლება [რეკომენდაციები პედაგოგიური ტრენინგისათვის],-ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო,–თბ.,–2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9