1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ტა ტე ტვ ტი ტკ ტლ ტო ტრ ტუ
ტრა ტრე ტრი ტრო ტრუ

ტრენინგი

  1. გარკვეული საკითხის, თემის ირგვლივ სისტემური, კომპლექსური წვრთნაა, სადაც დროის მცირე მონაკვეთში (3-5-7 დღე) ხდება უამრავი სიახლის, კონცეფციისა და სტრატეგიის გაცნობა-გათავისება. ეს არის სწავლება-სწავლის ფორმა, რომლის ფარგლებშიც ხდება აზრებისა და გამოცდილების ღია და ფართო ურთიერთგაცვლა, აქტიური და ცოცხალი ურთიერთთანამშრომლობა, რომლის მონაწილეებიც (მწვრთნელები და მსმენელები), თავიანთ პროფესიულ გამოცდილებასა და ცოდნაზე დაყრდნობით, ერთად მსჯელობენ, აანალიზებენ, განიხილავენ სხვადასხვა აქტუალურ თემასა და პრობლემას, ეძებენ გამოსავალს, ასაბუთებენ თავიანთ მოსაზრებებს, გამოაქვთ დასკვნები და ა.შ. შემდგომში ეს გამოცდილება მსმენელთათვის ერთგვარი ბიძგის მიმცემია, რათა მათ შეძლონ ახლებული განსჯა, სწავლის პროცესის ახლებური გააზრება და მუშაობა.
    Source: ბესელია ნინო, მეიფარიანი თამარ, მიქიაშვილი ლელა, ჯალაღანია ირინე. ინტერაქტიული სწავლება [რეკომენდაციები პედაგოგიური ტრენინგისათვის],-ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო,–თბ.,–2004,

  2. სწავლება, წვრთნა - ზოგადად, ნებისმიერი სპეციფიკური საგანმანათლებლო, სასწავლო პროგრამა ან პროცედურათა რიგი, რომელიც იმისათვის არის შედგენილი, რომ პიროვნებამ შეძლოს გარკვეული უნარ-ჩვევების შეძენა და საკითხის განხორციელება, კვალიფიციურად ჩართოს რაიმე სახის ახალ სამუშაოში; გამოცდილებითი სწავლება.
    Source: ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9