1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

უა უბ უდ უე უზ უი უკ ულ უმ უნ უო უპ ურ უს უტ უფ უშ უც უძ უწ უხ
უბა უბი

უბიწოება

ქრისტიანული სათნოებაა. იგი არ უნდა ავურიოთ თავმდაბლობის, წესიერების, ზრდილობის საზოგადოებრივ წესებთან. წესიერების ნორმები განსაზღვრავს, თუ მოცემულ საზოგადოებაში რა ზომამდე შეიძლება ადამიანის სხეულის გაშიშვლება, რა თემებზე შეიძლება საუბარი და რა სიტყვების ხმარებაა დასაშვები. ქრისტიანული უბიწოების წესი ყველა დროის ქრისტიანისთვის ერთი და იგივეა, წესიერების ნორმები კი - ცვალებადი. ლამის შიშველი ქალი წყნარი ოკეანიის კუნძულებიდან და ვიქტორიას ხანის ლედი, ნიკაპიდან კოჭებამდე კაბა რომ აცვია, მათ წრეში მიღებული საზომების მიხედვით შეიძლება ერთნაირად მიიჩნეოდნენ წესიერებად, თავმდაბლებად, ზრდილობიანებად. ასევე, დამოუკიდებლად ჩაცმულობისა, ორივე მათგანი შეიძლება ჩაითვალოს უბიწოდ (ან პირიქით). ზოგიერთი სიტყვა და გამოთქმა, შექსპირის დროის ზნეკეთილი მანდილოსნები რომ იყენებდნენ, მეცხრამეტე საუკუნეში მხოლოდ თავაშვებული ქალებისაგან შეგეძლოთ მოგესმინათ. როცა ადმიანები მათ საზოგადოებაში მიღებული წესიერების კანონებს არღვევენ, რათა თავიანთ თავში ან სხვაში ავხორცი ვნება აღძრან, მაშინ ისინი უბიწოების მოთხოვნას ეწინააღმდეგებიან.
Source: ლუისი ქლაივ სთეიფლ. უბრალოდ ქრისტიანობა / [მთარგმნ.:ზეინაბ სარაძე ; რედ.:მაია ახალაია, მერაბ ცინდელიანი] - თბ. : მშვიდობის, დემოკრატიისა და განვით. კავკას. ინ-ტი, 2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9