1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

უა უბ უდ უე უზ უი უკ ულ უმ უნ უო უპ ურ უს უტ უფ უშ უც უძ უწ უხ
უზა უზბ უზე უზუ

უზბეკეთი

ფართობი: 447,400 კვ/კმ; მოსაზღვრე ქვეყნები: ავღანეთი (137კმ), ყაზახეთი (2.203კმ), ყირგიზეთი (1,099კმ), ტაჯიკეთი (1,161კმ), თურქმენეთი (1,621კმ); ბუნებრივი რესურსები: ბუნებრივი გაზი, ნავთობი, ქვანახშირი, ოქრო, ურანი, ვერცხლი, სპილენძი, ცინკი, მოლიბდენი; მოსახლეობა: 25,155 მლნ. (2001 წლის ივლისის მიახლოებითი მონაცემები); ეთნიკური ჯგუფები: უზბეკები 80%, რუსები 5,5%, ტაჯიკები 5%, ყაზახები 3%, კარაკალპაკები 2,5%, თათრები 1.5%, სხვები 2,5% (1996წ.); რელიგიები: მუსლიმები 88% (ძირითადად სუნიტები), მართლმადიდებლები 9%, სხვები 7,1%. ენები: უზბეკური 74,3%, რუსული 14,2%, ტაჯიკური 4,4%; სხვები 7,1%. სახელმწიფო მმართველობის ტიპი რესპუბლიკა. ეკონომიკა: უზბეკეთი მშრალი ქვეყანაა, ჩაკეტილ ქვეყანაში ინტენსიურად მუშავდება ტერიტორიის 10%. საბჭოთა კავშირის პერიოდში უზბეკეთი უღარიბეს ადგილად ითვლებოდა, სადაც მოსახლეობის 60% მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში ცხოვრობდა. დღეს კი, ქვეყანა მსოფლიოში ბამბის მესამე, ხოლო ოქროსა და გაზის უდიდესი მწარმოებელია, რეგიონში კი ქიმიური და მანქანათმშენებლობის დარგებში ლიდერია. 1994 წლიდან, ინფლაციის მაღალი დონის მიუხედავად, მთავრობამ რეფორმები დაიწყო, შემოიღო მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, ჩაატარა ფართო პრივატიზაცია, ეკონომიკაში სახელმწიფოს როლი შეკვეცა, გააუმჯობესა საინვესტიციო გარემო. თუმცა, სახელმწიფოს მიერ ეკონომიკაში თავისი ძლიერი როლის შენარჩუნებამ სტრუქტურულ რეფორმებს ხელი შეუშალა, რაც ეკონომიკის ჯანსაღი განვითარების მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორია. სამხედრო ხარჯები: 200 მლნ. აშშ დოლარი (1999წ.); სამხედრო ხარჯები: მშპ-ის 2% (1999წ.); საერთაშორისო დავები: ისლამისტი ტერორისტების პერიოდული შემოჭრა ავღანეთიდან და ტაჯიკეთიდან.
Source: კომახია მამუკა, სუუამი - შექმნის ისტორია და განვითარების პერსპექტივები,– ფრიდრიხ ებერტის ფონდი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9