1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

უა უბ უდ უე უზ უი უკ ულ უმ უნ უო უპ ურ უს უტ უფ უშ უც უძ უწ უხ
უზა უზბ უზე უზუ

უზენაესი სასამართლო

  1. ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საერთო სასამართლოებში. უზენაეს სასამართლოში მოქმედებს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგია, რომელიც პირველი ინსტანციით განიხილავს განსაკუთრებით მძიმე სისხლის სამართლის საქმეებს, როგორიცაა, მაგალითად, სახელმწიფოს ღალატი, ჯაშუშობა, განზრახ მკვლელობა დამამძიმებელი გარემოებებით. უზენაესი სასამართლოს შესაბამისი პალატები სამი წევრის შემადგენლობით საკასაციო წესით იხილავენ საჩივრებს სააპელაციო და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. უზენაესი სასამართლოს მუშაობას უძღვება თავმჯდომარე, რომელსაც პრეზიდენტის წარდგინებით ათი წლის ვადით ირჩევს პარლამენტი. საქართველოს უზენაესი სასამართლო მდებარეობს თბილისში.
    Source: გზამკვლევი სასამართლო სისტემაში / [მოამზადა ზურაბ გუნცაძემ] - თბ., 2003, – წ. 1,

  2. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის სასამართლო. უზენაესი სასამართლო დადგენილი საპროცესო ფორმით ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს საერთო სასამართლოებში, პირველი ინსტანციით განიხილავს კანონით განსაზღვრულ საქმეებს, განიხილავს საკასაციო საჩივრებს ქვემდგომი სასამართლოების გადაწყვეტილებებზე, ახორციელებს კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას.
    Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.,

  3. მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის საკასაციო სასამართლოა და ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საერთო სასამართლოებში. უზენაეს სასამართლოში ფუნქციონირებს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა; ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა; სისხლის სამართლის საქმეთა პალატა; დიდი პალატა; პლენუმი და სადისციპლინო კოლეგია. უზენაესი სასამართლოს პალატები წარმოადგენენ საკასაციო ინსტანციის სასამართლოებს და კოლეგიურად სამი წევრის შემადგენლობით განიხილავენ საკასაციო საჩივრებს სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე.
    Source: გზამკვლევი. ALPE, – თბ., 2006,

  4. მართლმსაჯულების ყველაზე მაღალი ორგანო საქართველოში, რომელიც ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საერთო სასამართლოებში. უზენაესი სასამართლოს მუშაობას უძღვება თავმჯდომარე, რომელსაც პრეზიდენტის წარდგინებით 10 წლის ვადით ირჩევს პარლამენტი. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ასევე 10 წლის ვადით ირჩევს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით. ამჟამად, უზენაეს სასამართლოში 30 მოსამართლეა. უზენაეს სასამართლოში შექმნილია სამი საკასაციო პალატა და ერთი სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია. ესენია: 1. სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა; 2. სისხლის სამართლის საქმეთა პალატა; 3. ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა; 4. სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია. თითოეულ პალატას და კოლეგიას ჰყავს თავმჯდომარე, რომელიც იმავდროულად არის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე.
    Source: სასამართლო ხელისუფლება საქართველოში : მიმოხილვა ქართ. და ინგლ. ენ. - [თბ. : ALPE], 2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9