1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

უა უბ უდ უე უზ უი უკ ულ უმ უნ უო უპ ურ უს უტ უფ უშ უც უძ უწ უხ
უკა უკრ უკუ

უკრაინა

ბუნებრივი რესურსებით მდიდარი უკრაინა საუკუნეების განმავლობაში რუსეთის იმპერიული პოლიტიკის ცენტრი იყო. ქვეყანამ დამოუკიდებლობის საბოლოო მოპოვება მხოლოდ 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეძლო. ფართობი: 603,700 კვ/კმ; მოსაზღვრე ქვეყნები: ბელარუსი (891კმ), უნგრეთი (103კმ), მოლდავა (939კმ), პოლონეთი (428კმ); რუმინეთი (სამხრეთით 169კმ, დასავლეთით 362კმ), რუსეთი (1,576კმ), სლოვაკეთი (90კმ); ბუნებრივი რესურსები: რკინა, ქვანახშირი, ბუნებრივი გაზი, ნავთობი, გრაფიტები, ტიტანიუმი, ნიკელი, დასამუშავებელი მიწები. მოსახლეობა: 48,760 მლნ. (2001 წ. ივლისის მიახლოებითი მონაცემები); ეთნიკური ჯგუფები: უკრაინელები 73%, რუსები 22%, ებრაელები 1%, სხვები 4%. რელიგიები: უკრაინული მართლმადიდებლური - მოსკოვის საპატრიარქო, უკრაინული მართლმადიდებლური - კიევის საპატრიარქო, უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებლური, უკრაინის კათოლიკები (უნიატები), პროტესტანტები, ებრაელები. ენები: უკრაინული, რუსული, რუმინული, პოლონური, უნგრული. სახელმწიფო მმართველობის ტიპი რესპუბლიკა. ეკონომიკა: რუსეთის შემდეგ უკრაინა ყოფილი საბჭოთა კავშირის ეკონომიკურ სისტემაში ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო. შავი ზღვისპირეთის ნაყოფიერ მიწებზე მოდიოდა ხორცის, რძის, ხორბლისა და ბოსტნეულის დიდი მარაგი, რომელიც სხვა რესპუბლიკებსაც მიეწოდებოდა. მნიშვნელოვანი იყო მძიმე მრეწველობა და ნედლეულის მოპოვებაც. უკრაინა დამოკიდებულია ენერგოიმპორტზე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაწყებულ რეფორმებს ბევრი ხელისშემშლელი ბარიერი შეხვდა, რამაც მისი წარმატებული მსვლელობა შეაფერხა. შიდა პოლიტიკური წინააღმდეგობის გამო რეფორმები წარმატებით ვერ ხორციელდება. სამხედრო ხარჯები: 500 მლნ. აშშ დოლარი (1999წ.); სამხედრო ხარჯები: მშპ-ის 1,4% (1999წ.); საერთაშორიოს დავები: ანტარქტიკის მიმართ ტერიტორიული მოთხოვნები არა აქვს (თუმცა დაიტოვა ამის გაკეთების უფლება) და არ ცნობს სხვა ქვეყნების მოთხოვნებს.
Source: კომახია მამუკა, სუუამი - შექმნის ისტორია და განვითარების პერსპექტივები,– ფრიდრიხ ებერტის ფონდი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9