1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

უა უბ უდ უე უზ უი უკ ულ უმ უნ უო უპ ურ უს უტ უფ უშ უც უძ უწ უხ
უნა უნე უნი

უნებლიე ინტოქსიკაცია

შეადგენს სამართლებრივი დაცვის საშუალებას, რადგანაც ამ მდგომარეობის შექმნაში პირს ბრალი არ მიუძღვის. იმისთვის, რათა სახეზე იყოს უნებლიე ინტოქსიკაცია, ასეთი მდგომარეობა წარმოშობილი უნდა იყოს ძალადობის ან მოტყუების შედეგად, ან პირის „შეცდომით ფაქტში”. საერთო გამოცდილება აჩვენებს, რომ პირი იშვიათად ინტოქსიფიცირდება მისი ნების საწინააღმდეგოდ, თუ არა იძულებით ან მოტყუებით. იძულება შეიძლება გამოიხატოს აქტიური ფიზიკური ძალის გამოყენებაში, ან ასეთის დაუყოვნებლივ გამოყენების მუქარაში. რაც შეეხება მოტყუებას, იმისთვის, რათა პირმა სამართლებრივი დაცვის საშუალებით სარგებლობა შეძლოს, მან უნდა დაამტკიცოს (გარემოებების მითითებით) ინტოქსიკაციის შედეგების უცოდინრობა. (ამერიკულ სისხლის სამართალი)
Source: მჭედლიძე ნანა. ინტოქსიკაცია – სამართლებრივი დაცვის საშუალება ამერიკული სისხლის სამართლის მიხედვით // ალმანახი №8, [სისხლის სამართალი],-საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9