1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

უა უბ უდ უე უზ უი უკ ულ უმ უნ უო უპ ურ უს უტ უფ უშ უც უძ უწ უხ
უნა უნე უნი

უნიტარიზმი

  1. ამოდის მთლიანობისა და ერთიანობის პრინციპიდან და ესწრაფვის ისეთი პოლიტიკური ერთობის ჩამოყალიბებისაკენ, რომლის წევრიც არც სახელმწიფო ხელისუფლების პარტნიორია და არც სახელმწიფო ხელისუფლების სუბიექტი. ფედერალური და უნიტარული სისტემების დინამიზმისა და გამოვლინების კონკრეტულობის გამო, ბოლო დროს იურიდიულ ლიტერატურაში გაჩნდა სახელმწიფო მოწყობის ჰიბრიდული ფორმის გაგება. ამ ტერმინით აღნიშნავენ იმ სახელმწიფოების ტერიტორიული ორგანიზაციის ფორმას, რომელშიც შერწყმულია ორივე სისტემის ნიშნები.
    Source: რუხაძე ზ. ხელისუფლების ორგანიზაცია მრავალდონიანი ხელისუფლების პირობებში და ხელისუფლების ტერიტორიული ორგანიზაციის ზოგიერთი საკითხი //ალმანახი № 18 , [სისხლის სამართალი],-საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, - 2003
  2. L. unus - ერთი
    სიტყვა-სიტყვით აღნიშნავს მოძრაობას, რომელსაც მივყავართ ერთიანობისაკენ. უნიტარული სახელმწიფოს ცნება სათავეს იღებს საფრანგეთის რევოლუციის შედეგად განვითარებული ორი სახელმწიფო დოქტრინიდან, რომელთა საერთო სახელწოდებაა რუსოს იდენტურობის თეორია.
    Source: ხუბუა, გიორგი. ფედერალიზმი როგორც ნორმატიული პრინციპი და პოლიტიკური წესრიგი: [იურიდ. ფაკ. სტუდ. / რედ.: გიორგი ინწკირველი] - თბ., 2000
  3. ქვეყნის ყველა სასწავლო დაწესებულებაში განათლების შინაარსის მიმართ ერთიანი მიდგომა.
    Source: ბიზნესი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები – 2008 №3 (12) მარტი – რედ.: ამირან ბაბუნაშვილი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9