1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
არა არგ არდ არე არი არკ არმ არო არჟ არს არტ არქ არშ არჩ არძ

არალეგალური მიგრაცია

  1. განისაზღვრება, როგორც: ,,იმ პირთა განსაკუთრებულად არაორგანიზებული მიგრაციის ყველა სახე და ნაკადი, რომლებიც არ ითვალისწინებენ მიგრაციის წარმომშობი, ტრანზიტული და/ან მიმღები ქვეყნების შესაბამის კანონებსა და წესებს”.

  2. ტერმინი გამოიყენება, როგორც კრებითი ტერმინი და მოიცავს როგორც ადამიანთა თრეფიქინგს, ასევე მიგრანტთა კონტრაბანდას და მიგრაციის სხვა ფორმებს, რასაც შეიძლება ეწოდოს არალეგალური ან არადოკუმენტირებული და რაც განსხვავდება ზემოხსენებული ორი განმარტებისაგან. სიტყვა ,,არადოკუმენტირებული” ეხება ნებისმიერ პირს, რომელიც ქვეყანაში შედის, რჩება, ან ქვეყნიდან გადის ამის თაობაზე ოფიციალური მოქმედი უფლებამოსილების გარეშე. ამაში შედის, მაგალითად, პირები, რომლებიც ქვეყანაში რჩებიან ვიზის ვადის გასვლის შემდეგ, ან მუშაობენ საზღვარგარეთ მუშაობის ოფიციალური ნებართვის გარეშე. გარდა ამისა, ტერმინი ,,არალეგალური მიგრაცია” მოიცავს აგრეთვე სავიზო ბროკერების, ტურისტული ფირმებისა და დასაქმების სააგენტოების უპატიოსნო საქმიანობებს, რომლებიც თავიანთ კლიენტებს არწმუნებენ, რომ უზრუნველყოფენ საზღვარგარეთ მათს გასვლას, მაგრამ დაპირებას არ ასრულებენ. ზოგიერთ შემთხვევაში პოტენციურ მიგრანტებს ატყუებენ მაშინვე, როდესაც ისინი აგენტს ფულს გადაუხდიან. ისინი საქართველოს ტერიტორიიდან ვერც კი გადიან, რადგან აგენტი ფულთან ერთად მიიმალება ხოლმე. ამგვარი შემთხვევებიც შედის კრებით ტერმინში ,,არალეგალური მიგრაცია”, რადგან ისინი ხშირად იმავე აგენტებთან არის დაკავშირებული, რომლებიც საზღვარგარეთ საქართველოს სხვა მოქალაქეების კონტრაბანდით ან თრეფიქინგით არიან დაკავებულები. თრეფიქინგის მსხვერპლები და კონტრაბანდით გაყვანილი მიგრანტები მოიხსენებიან, როგორც არალეგალური მიგრანტები, თუ სხვაგვარად არ იქნება მინიშნებული. სხვა არალეგალური მიგრანტებისაგან, მათ შორის კონტრაბანდით გაყვანილი მიგრანტებისაგან, თრეფიქინგის მსხვერპლთა განმასხვავებელი ძირითადი კრიტერიუმია უკანონო გადამყვანების და/ან შუამავლებისა და პარტნიორების მიერ მიგრანტებზე ძალდატანება. თუ მიგრანტმა ქვეყანაში არალეგალურად შესვლისათვის მიმართა ადამიანთა კონტრაბანდისტების მომსახურებას, მაგრამ მანამდე ან ქვეყანაში შესვლის შემდეგ მას შრომითი ექსპლუატაცია არ გასწევია, გამოიყენება ტერმინი ,,მიგრანტთა კონტრაბანდა”, მიუხედავად იმისა, შეუქმნა თუ არა რისკი კონტრაბანდის პროცესმა მიგრანტის ჯანმრთელობას ან კეთილდღეობას. ეს განსხვავება მიესადაგება აგრეთვე იმ არალეგალურ მიგრანტებს, რომლებმაც ითხოვეს დასაქმების არაოფიციალური მედიატორების დახმარება, მაგრამ შემდეგ მათ საზღვარგარეთელმა აგენტებმა და დამქირავებლებმა ექსპლუატაცია არ გაუწიეს. თრეფიქინგისა და არალეგალური მიგრაციის განმასხვავებელი მეორე კრიტერიუმი ეხება იმას, უთხრეს თუ არა სიმართლე მიგრანტებს საზღვარგარეთ მათი სამუშაოს ხასიათისა და დეტალების შესახებ. თუ რესპოდენტებს არ შეუტყობინებიათ რაიმე სახის ტყუილის შესახებ, გამოიყენება ტერმინი ,,სხვა არალეგალური მიგრანტი”, რათა ისინი განვასხვაოთ თრეფიქინგის მსხვერპლებისაგან.
    Source: არალეგალური მიგრაცია და მიგრანტთა უკანონო გადაყვანა - საქართველო,– მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია,– თბ.–2000
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9