1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

უა უბ უდ უე უზ უი უკ ულ უმ უნ უო უპ ურ უს უტ უფ უშ უც უძ უწ უხ
უსა უსტ

უსაფრთხოება

  1. ტრადიციული განმარტებით, რომელიც არნოლდ ვოლფერსიდან მოდის, უსაფრთხოებაში იგულისხმება „საშინაო“ - ეროვნულ საზოგადოებრივ ღირებულებათა დაცვა.

  2. როგორც ზოგადი ტერმინი, გამორჩეული მნიშვნელობისაა და ნიშნავს გადარჩენას ექსისტენციურ საფრთხეთა წინაშე.

  3. დღეს უსაფრთხოების ცნება გაფართოვდა თანამედროვე კვლევები სამხედრო-პოლიტიკური სექტორების გვერდით უსაფრთხოების სფეროში ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და სოციოეტალურ სექტორებს ხედავს
    Source: დარჩიაშვილი დავით პოლიტიკოსები, ჯარისკაცები, მოქალაქენი : საქ. ეროვნული უსაფრთხოებისა და სამხ.-სამოქ. ურთიერთობ. ანალიზი / [რედ.: კ. კაციტაძე, გ. ნოდია] - თბ. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2000,

  4. როგორც ზოგადი ტერმინი, გამორჩეული მნიშვნელობისაა. უსაფრთხოება ნიშნავს გადარჩენას ექსისტენციურ საფრთხეთა წინაშე. ეროვნული უსაფრთხოება, როგორც წესი, აღქმულია სახელმწიფოსა და საზოგადოების სასიცოცხლო ინტერესთა გადარჩენის საშუალებად ან პირობად. ტრადიციული განმარტებით, რომელიც არნოლდ ვოლფერსიდან მოდის, უსაფრთხოებაში იგულისხმება „საშინაო“ – ეროვნულ და საზოგადოებრივ – ღირებულებათა დაცვა. მარტინ ედმონდსის სიტყვებით, უსაფრთხოება საშუალებაცაა და მიზანიც. ამ უკანასკნელში იგი გულისხმობს პირობას, რომელიც საზოგადოებისათვის აუცილებელია და ღირებული. მისი თქმით, არმიისა თუ პოლიციის არსებობა უკავშირდება საზოგადოებაში დაცულობის, უსაფრთხოების განცდას; მათი „გვერდით ყოფნა“ არის აღქმითი ღირებულება, რომელსაც საზოგადოება პრიორიტეტს ანიჭებს.
    Source: სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობები : თეორიული საკითხები და საქართველოს მაგალითი / მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკას. ინ-ტი; [შემდგ.: გია ნოდია, დავით დარჩიაშვილი ; რედ.: ზეინაბ სარაძე] - თბ. : CIPDD, 2000
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9