1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

უა უბ უდ უე უზ უი უკ ულ უმ უნ უო უპ ურ უს უტ უფ უშ უც უძ უწ უხ
უსა უსტ

უსაფრთხოების პოლიტიკა

  1. ევროპის უსაფრთხოებისათვის რისკ-ფაქტორებად და, ამდენად, უსაფრთხოების პოლიტიკის უშუალო სფეროდ ითვლება ორგანიზებული დანაშაული, ნარკოტიკების უკანონო გადაზიდვები, ბირთვული კონტრაბანდა, პოლიტიკური უწესრიგობის მოწყობა და აჯანყებები, ტერორიზმი, კომპიუტერული ტერორიზმი და ჭუჭყიანი ფულის რეცხვა. ამ რიგს ემატება ჯერაც ყავლაგაუსვლელი სფერო სახელმწოფითაშორისი სამხედრო-პოლიტიკური საკითხებისა. ანუ უსაფრთხოების პოლიტიკის დომენია ის, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს სახელმწიფო ავტორიტეტს და ძირგამომთხრელი ხასიათისაა.“... უსაფრთხოების პოლიტიკის მიზანია ტერიტორიისა და ხალხის დაცვა... ამ სიტყვის მკაცრი გაგებით, უსაფრთხოების პოლიტიკა არ ეხება იმ საფრთხეებს, რომლებიც ემუქრება სახელმწიფოს ეროვნული საზოგადოებებისა თუ საერთაშორისო სისტემის განვითარების შედეგად, მაგალითად, ეკონომიკური ურთიერთობების ტრანსფორმაცია“ - წერს ჟან ფრიმონდი

  2. უსაფრთხოების პოლიტიკაში დიდია სუბიექტური აღქმების, ისტორიულად ჩამოყალიბებული სტერეოტიპების, კონკრეტული სოციუმის და მისი ელიტის პოლიტიკური კულტურის როლი, მთელი რიგი ქვეყნების უსაფრთხოების დისკურსში შიდა ბაზრის დაცვას, კულტურულ იდენტობას, რელიგიის, ტრადიციების შენარჩუნებას სოლიდური ადგილი უკავია.
    Source: დარჩიაშვილი დავით პოლიტიკოსები, ჯარისკაცები, მოქალაქენი : საქ. ეროვნული უსაფრთხოებისა და სამხ.-სამოქ. ურთიერთობ. ანალიზი / [რედ.: კ. კაციტაძე, გ. ნოდია] - თბ. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2000,

  3. „... დაკავებულია მხოლოდ იმ საფრთხეებით, რომლებიც მტრული განზრახვებიდან ან შეგნებული ძალადობიდან მომდინარეობს. უსაფრთხოების პოლიტიკის მიზანია ტერიტორიისა და ხალხის დაცვა. . . ამ სიტყვის მკაცრი გაგებით, უსაფრთხოების პოლიტიკა არ ეხება იმ საფრთხეებს, რომლებიც ემუქრება სახელმწიფოს ეროვნული საზოგადოებებისა თუ საერთაშორისო სისტემის განვითარების შედეგად, როგორიცაა, ვთქვათ, . . .ეკონომიკური ურთიერთობების ტრანსფორმაცია,“ – წერს ჟან ფრიმონდი.რუსეთის პოლიტიკოსთა და მკვლევართა მნიშვნელოვანი ნაწილის აზრით, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა მოიცავს კულტურულ, დემოგრაფიულ, გენეტიკურ და სხვა სექტორებს; ეკონომიკურ საფრთხედ აღიქმება ისეთი მოვლენები, როგორიცაა: „უცხოელთა მიერ შიდა ბაზრის დაპყრობა“, „ზნეობის დაკარგვა“. უსაფრთხოების ობიექტი ხდება „სოციალური და ინდივიდუალური ქცევის მყარი ფორმები, ფასეულობათა სისტემა“, რომელთა „დანგრევა თვითმყოფადობის დანგრევას მოიტანს“. სხვათა შორის, საბჭოთა კავშირში დამკვიდრებულ ცნებას „სახელმწიფო უშიშროება“ ასევე ყოვლისმომცველი შინაარსი ჰქონდა; იგი მოიცავდა საზოგადოების სულიერ ცხოვრებაში მიმდინარე პროცესებს.რამდენადაც უსაფრთხოება აღქმების, წარმოდგენების სფეროს განეკუთვნება, ძნელია, აპრიორულად უკანონოდ იქნას აღიარებული უსაფრთხოების პოლიტიკის ნებისმიერი გაგება. მაგრამ ზედმეტი უსაფრთხოება, ანუ უსაფრთხოების პოლიტიკის არეალის გაფართოვება ძალაუფლების უზურპაციის, პიროვნების უფლებების შელახვის ნიადაგია.
    Source: სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობები : თეორიული საკითხები და საქართველოს მაგალითი / მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკას. ინ-ტი; [შემდგ.: გია ნოდია, დავით დარჩიაშვილი ; რედ.: ზეინაბ სარაძე] - თბ. : CIPDD, 2000
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9